Train

მატარებლით მგზავრობა ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობამ სასიამოვნო მოგონებები დამიტოვა და მეც დიდი სიხარულით ველოდებოდი როდის გავემგზავრებოდი. ვემზადები,ჩანთას ვალაგებ, მივდივარ წიგნების თაროსთან და ვცდილობ რაიმე სასიამოვნო წიგნი ავარჩიო,გულს,რომ თბილი რძესავით მოეფინება. დილით ვიღვიძებ და მივდივარ. მივდივარ და ვტოვებ ძველს ახალთან შესაგებებლად. ვუყურებ დედას, რომელიც სევდანარევი ღიმილით შემომცქერის. ალბათ იმიტომ,რომ ჩემი გაშვება ეძნელება. თუმცა არ წავიდოდი დაბრუნების იმედი რომ არ მქონოდა.

აი მატარებელიც და ჩემი მოუთმენელი ცქმუტვა, ისეთი ბავშვობაში რომ ვიცოდი. დაიძრა,დაიძრა და მე თითქოს რაღაც მეწყინა.. ერთდროულად სევდიანი და სასიამოვნო გრძნობაა. მთელი გზა გავცქერი ბუნებას,ვაკვირდები ყველაფერს და ვცდილობ არაფერი გამოვტოვო. იმის აღნიშვნა ალბათ საჭიროც არ არის,რომ მუსიკა სულ გვერდით მყავს. თვალსაც არ ვხუჭავ,ეს დანაშაულად მეჩვენება. ბოლოს ვიღებ წიგნს და კითხვას ვიწყებ. მიხარია,რადგან სწორად შემირჩევია წიგნი,რომელიც მჭირდებოდა. ეს ჯეკ ლონდონის “დიდი სახლის პატარა დიასახლისია.” როგორ სასიამოვნოდაც დაიწყო,ისე გრძელდება და თვალს არ ვწყვეტ. თუ განწყობის შესახებ მკითხავ, მეტად სენტიმენტალური და სევდიანი შეიძლება ითქვას. მჩვევია ასეთ მომენტში უეცარი სევდის მოგვრა,მაგრამ ამას სასიამოვნო სევდას დავარქმევდი. მატარებელი მიდის,ხმაურობს,მაგრამ მე ეს ხმაურიც მომნატრებია. ემოციებით სავსე მივდივარ,მაგრამ ვიცი რომ დავრუნდბი,რადგან დაბრუნებას არაფერი ჯობია.  მატარებელი გაჩერდა და ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა. არ ვიცი რას ვგრძნობ მიხარია თუ მიმძიმს სახლთან განშორება. დიდი ხანია ასე შორს მისგან არ წამოვსულვარ.

აქ ყველაფერი სხვანაირია და ვეღარ ვხედავ ნაცნობ “სურათებს.” ხალხი მაოცებს.. თურმე რა დიდი გულის პატრონი შეიძლება იყოს სიღარიბეში, შრომაში გაზრდილი ადამიანი.  ბუნება? საოცარი..  მწვანე,გაშლილი მდელო და ცა,რომელიც აქედან ძალიან კარგად ჩანს.

ღამე.. მონატრება ძველისადმი. არ ვიცოდი თუ ასე მალე მომენატრებოდა.  სახლი- ამ სიტყვის გაგონებაზე გული გამალებით მიცემს. სიყვარულით ვიხსენებ ყველაფერს..  აქ თითქოს მომწონს.  მომწონს მდინარე და მისი საამო ხმა, კოცონი და მის გარშემო შემომსხდარი ჩვენ,მაგრამ ისევ მონატრება იჩენს საიდანღაც თავს.. უცნაურია, ნეტავ ჩემსავით სხვასაც თუ უგრძვნია თავი.

აქ ბევრ ახალსაც ვგებულობ. ვგებულობ იმას,რომ შენი შრომით მოპოვებულს არაფერი ჯობია. აქ უნდა იბრძოლო გაჭირვებას,რომ გადაურჩე. აქ ყველაფერი სხვანაირია…  აქ ვრწმუნდები,რომ შრომა აკეთილშობილებს ადამიანს.

თითოეულ დღეს წერას, კითხვას, მუსიკას ვუთმობ.  ვწერ გაუჩერებლად ,რადგან ძველს მაახლოვებს.  მუსიკა კი წამოშლის იმ დამარხულ ემოციებს,შეგრძნებებს,რომელსაც მხოლოდ ასე თუ გავიხსენებდი.

მერე კი ისევ მატარებელი..

და დაბრუნება…

სახლი..

 

Letters…

22 სექტემბერი ქარის მოტანილი წერილების დღეა.  დღე რომელსაც შეუძლია უამრავი სასიამოვნო ემოცია მოგგვაროს.  დიდი ხანია ვნატრობ ვინმესგან წერილი მივიღო, ისეთი სულის სიღრმეში არსებული დამშვიდებული ემოციათა ტალღა,რომ ააღელვოს და მუზებთა სამეფო,რომ გადარიოს, მიძინებულ მუზებს მაგრად დახუჭული თვალები აუხილოს. ვინ იცის, შესაძლოა სულაც ვერ ვიპოვო,მაგრამ ის მაინც მეცოდინება,რომ ჩემი წერილს ვიღაც წაიკითხავს და სახეზე ღიმილი მოეფინება.

 

 

რატომ ვწერ

ახლა ვფიქრობდი ამ პოსტს რა სათაური მოვუფიქრო მეთქი,მაგრამ მერე უბრალოდ წერა დავიწყე. ისე,რომ დავფიქრდეთ რისთვის ვწერთ ეს ბლოგერები? მოდი მრავლობითში არ ვილაპარაკებ. მე რისთვის ვწერ? ვინმეს აინტერესებს? არ შეიძლება უბრალოდ დღიურში ვწერდე ჩემთვის და არა ასე ღიად? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არც თუ ისე ძნელია.

1.მე ვწერ იმიტომ,რომ წერა მიყვარს

2.ალბათ ვინმეს აინტერესებს, თუნდაც ჩემს მეგობრებს.

3. ვწერ ბლოგზე,რადგან მომწონს ბლოგოსფერო.

მიუხედავად იმისა,რომ მართლა მიყვარს წერა, აი ის მუზა თუ რაც არის ზამთარში უფრო ხშირად მომაკითხავს ხოლმე. აი მაგ პერიოდში დღიურის გვერდებიც სავსეა და ბლოგზეც ხშირად ვწერ.. არადა მგონი პირიქით უნდა იყოს. არ ვიცი ეს მარტო მე მემართება თუ სხვებსაც. ალბათ იმიტომ ხდება ასე,რომ ზამთარში  სახლში ყოფნის,წიგნის კითხვის და წერის მეტი არაფერი მინდა, ჰოდა ზუსტად მაშინ მოფრიდნება ხოლმე ეს მუზა.  რა ვიცი..

მოკლედ ამ პოსტს სულ ნუ წაიკითხავთ. უბრალოდ ჩემ თავს გავეცი პასუხი  :დ

ქაღალდის თვითმფრინავები

ხშირად მიფიქრია მწერლობაზე… მიფიქრია როგორი კარგია როცა შენ თვითონ წერ რაიმეს,გყავს პერსონაჟები ისეთი როგორიც გსურს და ისტორიაც ზუსტად ისე მიექანება როგორც შენ გინდა. მართლაც რომ ძალიან საინტერესოა მწერლობა.. ამას წინად ჟუნალი “ლიტერატურული პალიტრა” ავიღე, დამაინტერესა..  გადავშალე და ერთ საინტერესო მოთხრობას წავაწყდი. ჰო , სახელი “ქაღალდის თვითმფრინავები” და ავტორი ბესო ხვედელიძე. ვიფიქრე მოდი წავიკითხავ თქო. ჰო და დავიწყე კითხვა. მწერლის ჩანაფიქრი ძალიან მომეწონა, განსხვავებულია.

მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ბიჭი და გოგოა. არა სახელები არ აქვთ. მათ არ იციან რა მოელით მოთხრობის დასასრულს. მწერალს კი “იმას” უწოდებენ.

 ამ დილით მეტად უცნაურ ხასიათზე გაეღვიძა.ძილს თითქოს ბოლომდე დაეცალა სურვილებისგან.არც საუზმე გახსენებია,წყურვილიც არ უგრძნია,რაც ხელში მოხვდა ის გადაიცვა.თეთრი ხელჩანთა იღლიაში ამოიჩრა და გარეთ კისრისტეხით გავარდა.ფეხები თავისით მიაქანებდნენ.გამვლელები გზიდან ეცლებოდნენ და თვალს გაკვირვებით აყოლებდნენ.არც მისთვის მიუქცევია ყურადღება.კინოთეატრის ფოიეში ხმაურით შეპაკუნდა.ბილეთის აღებაზე არც უფიქრია,ისე შევარდა დარბაზში.დილის სეანსი გადიოდა.გეზი ბოლო რიგისკენ აიღო.მიუჩვეველ სიბნელეს ხელისცეცებით იკვალავდა.ბოლოში კედელს გადააწყდა,განაპირ სკამზე დაეშვა და ეკრანს მზერა გაუსწორა”

Continue reading

წიგნი რომელმაც…

ამბობენ წიგნი ადამიანის მეგობარიაო.სანამ პატარა ვიყავი ამ გამონათქვამის აზრი არ მესმოდა.ვფიქრობდი,როგორ შეიძლება წიგნი ადამიანის მეგობარი იყოს მეთქი,მაგრამ მოვიდა დრო როცა წიგნების კითხვა დავიწყე შემიყვარდა იგი.ახლა კი მესმის ამ ფრაზის აზრი,ვხვდები თითოეული მათგანი როგორ მეგობრობას გვიწევს,რამდენ დარიგებას გვაძლევს,როგორ ცდილობს გავარჩიოთ კარგი და ცუდი.

ახლა მინდა ვისაუბრო ჩემთვის საყვარელ წიგნზე,რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა და დამაფიქრა.ეს წიგნი ჯეკ ლონდონის “მარტინ იდეია.” ერთ დღესაც დავიწყე მისი კითხვა.თანდათანობით უფრო ვიძირებოდი,შევდიოდი მის სიღრმეში და უკან გამოსვლა აღარ მსურდა.ვკითხულობდი და თან ვფიქრობდი რამხელა გრძნობებს იტევს ადამიანის გული,რამდენი ტკივილი და სიხარულია მასში.. მარტინ იდენი ამ სახელის წარმოთქმისას  კეთილი,დიდსულოვანი ადამიანი წარმომიდგება თვალწინ,რომელმაც ყველაფერი შეძლო სიყვარულის გამო,რომელიც ცხოვრების სიმწარეს არ დანებდა,ყური არ უგდო მას ვინც სიტყვას “შეუძლებელია” ეტყოდა.მას წერა სურდა,სურდა თავისი გრძნობები ფურცელზე გდმოეტანა,ყველასთვის გაეზიარებინა იგი.. წერდა,ძალიან ბევრს წერდა.რომ თავისი საწადელისთვის მიეღწია,აზროვნებითა და განათლებით თავისი საყვარელი ქალის რუთის შესაფერისი ყოფილიყო,სურდა გამხდარიყო ის ვინც მას მოხიბლავდა,ვინც მის სიყვარულს დაიმსახურებდა…

შეძლო? შეძლო აბა რა.. შეძლო და მერე როგორ.წარმატებისაკენ ისწრაფვოდა,სწავლობდა,კითხულობდა,წერდა,მიშაობდა იმისთვის,რომ რუთთან ბედნიერად ეცხოვრა, მისთვის და მისი საზოგადოებისთვის მისაღები ყოფილიყო. რამდენს ეცადა,ღამით არ ეძინა,კითხულობდა,მისი გონება მომავალზე ფიქრით იყო დაკავებული..

რამდენჯერ დაგწყდა გული მარტინ,როცა შენი ნაწარმოები რედაქტორებმა დაიწუნეს. ვინ იცის რამდენჯერ…

ამასობაში რუთმა მიატოვა,მისგან წავიდა..მარტინის ოცნება გამხდარიყო მწერალი, მხოლოდ ილუზიად ჩათვალა.არავის სჯეროდა მისი,მის წინააღმდეგ დადგნენ,მასზე მაღლა მდგომად თვლიდნენ თავს.

Continue reading