ბლაყჩობა!

არაფერია ერთდროულად სასიამოვნოც და მტანჯველიც,როგორც უყურებდე საკუთარი თავის გარდაქმნას. უყურებდე თუ როგორ ვითარდება, ცდილობს მისთვის სასურველ სრულფასოვნებამდე მიაღწიოს, ნელ-ნელა იღწვის ბედნიერებისკენ. მიხვდი ალბათ რაზეც ვსაუბრობ. ზოგჯერ ტანში ჟრუანტელი დაგივლის იმის გაფიქრებაზე, თუ რა იქნება მომავალში, როგორ გადააბიჯებ ყველა წინააღმდეგობას,რომელსაც საკუთარი თავი და შინაგანი სამყარო გიქმნიდა, როგორ ახვალ რამდენიმე საფეხურით მაღლა ვიდრე იყავი.

1521418_409684532494764_747027191_n

ჩვენ ხშირად განსაკუთრებით გავაღმერთებთ ხოლმე რომელიმე წინგს ან ფილმს. მეც მაქვს ჩემთვის გამორჩეული ფილმები და არა იმიტომ,რომ ისინი მსახიობებით ან შინაარსით გამოირჩევიან, უბრალოდ მათში აღწერილია ისეთი მოვლენები, რომლის ცხოვრებაში და ჩვენს რეალობაში გადმოტანას ვისურვებდით. ვისურვებდით და არ ხდება… ამიტომაც,ჩვენ გამუდმებით შეგვიძლია ვუყუროთ და წავიკითხოთ ფილმისა თუ წიგნის ერთი გამორჩეული მომენტი. ხშირად ამაზე ფიქრისას, მოულოდნელად სევდა შემომწოლია. საკუთარი თავი და ადამიანები შემეცოდებია, რომელთაც აქვთ ოცნებები და შეიძლება ყოველ ღამით ძილის წინ წარმოიდგენენ როგორ ანხორციელებენ მას. შემდეგ კი შეიძლება სულაც სხვა გზით წავიდნენ და ოცნებები პატარა ზარდახშაში მოათავსონ,საიდანაც ვეღარასოდეს გამოვა და მხოლოდ მაშინ გამოჩნდება,როცა ამ ზარდახშას თავს ახდიან. თუმცა ოცნებებს,კვლავ ოცნების სახე არ ექნება. ზარდახშაში გამომწყვდეული,უფრო სევდის სახეს მიიღებს,რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ადამიანს თავს ახსენებს და გულს წყვეტს.

ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ,რომ ჩვენი ბრალია,რაც არ ხდება და ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას. რაღაც მხრივ ეს მართლაც ასეა. უბრალოდ არის მომენტები,როცა არ უნდა იფიქრო და გადადგა რაიმე ნაბიჯი. ხანდახან ასეთი წინდაუხედაობაც საჭიროა. თუმცა ადამიანის უმრავლესობას და მათ შორის მეც, მეტ ფიქრს უთმობს დროს. ამ დროში კი შესაძლებლობა უკვე წასულია და ჩვენ მას ვეღარ ჩავეჭიდებით.
large (82)
Continue reading

გვირილები

გვირილები,გვირილები ყველაგან.

გვირილები,სითბოთი და სიყვარულით ნაჩუქარი გვირილები.

ადამიანს ყურადღება და სიყვარული სჭირდება ბედნიერებისთვის. როგორც კი იგრძნობ,რომ ძვირფასი ხარ თუნდაც ერთი ადამიანისათვის მაშინ შენ ივსები იმ უდიდესი გრძნობით,რასაც ცხოვრების სიყვარული ჰქვია და მაშინ ხვდები,რომ უაზროდ არ გიცხოვრია.

იცხოვრო-ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის. ადამიანი ადამიანითაა. ზოგჯერ მაინც ბჟუტავდეს სიკეთის ცეცხლი.. არ შეიძლება ამაზე უარის თქმა.სიკეთე ადამიანს ძალას მატებს.-რემარკი

სწორედ დღეს გამონათებულმა სიკეთის სხივმა შემმატა ძალა. ამით მინდა გაგრძნობინო შენ, ჩემო მეგობარო თუ როგორ მიყვარხარ და გაფასებ.

              “ის რაც ჩვენში ხდება,გაცილებით უფრო ღრმაა,ვიდრე სიტყვებით გამოხატული”- თაგორი

შორს..

გაზაფხული და ისევ გაზაფხული.. ყველაფერი სხვანაირი გახდა ჩემს ცხოვრებაში. ვუყურებ ცას და ბედნიერი ვარ,რომ ის ლურჯია და არა ნაცრისფერი. მზის სხივებს სახეს ვუშვერ და ვტკბები მისი სითბოთი…

დილით ჩიტების ჟღურტულმა გამაღვიძა. წამოვდექი და ფანჯარა გამოვაღე.. ირგვლივ  გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა, ლამაზი სიწყნარი იყო ისეთი მე,რომ მიყვარს. ვფიქრობდი რა კარგია ცხოვრება და როგორ მიხარია,რომ ამ ქვეყანაზე გავჩნდი, რომ შემიძლია შევიგრძნო ყვავილების,ხილის სურნელი, დავინახო ბუნების სილამაზე, მოვისმინო სასიამოვნო ხმები. ამის წარმოდგენაც კი კმარა,რომ ხასიათი გამომიკეთდეს და მივხვდე,რომ ბედნიერი ვარ.

თბილ და მზიან ამიდნებთან ერთად გამიჩნდა სურვილი სადმე ქალაქისგან შორს წავიდე და ვიყო იქ მანამ სანამ არ მომბეზრდება. მინდა ირგვლივ სიწყნარე,სიმშვიდე და ლამაზი ბუნება იყოს. დავტკბებოდი თითოეული წუთით. ვირბენდი.. ძალიან ბევრს ვირბენდი მწვანე მდელოზე. ბოლოს კი მიწაზე დავწვებოდი, ავხედავდი ცას.. ვიქნებოდი ასე, ასე უბრალოდ ბედნიერად. ადამიანს,ხომ წვრილმანებიც აბედნიერებს.

ადამიანს მხოლოდ წვრლმანები ამშვიდებს. წყალი,სუნთქვა,საღამოს წვიმა.ვინც მარტოა,მხოლოდ ის გაიგებს ამას. სხეული მადლიერია წყლისა.მუქ ძარღვებში მოჩუხჩუხე მსუბუქი სისხლი. დასვენება მდელოზე, არყის ხეები, ზაფხულის თეთრი ღრუბლები. _  რემარკი “ტრიუმფალური თაღი”

Continue reading

ბედნერება იმდენია რამდენის დანახვაც შეგიძლია

ადამიანი ყოველთვის ფიქრობს არის თუ არა ბედნიერი.ზოგჯერ კი მეც ვფიქრობ  ამაზე.. ყოველთვის,როცა ამ თემაზე საუბარი ჩამოვარდებოდა,სულ იმას ვამბობდი,რომ ბედნიერი ვარ.მართლაც ასეა.შეიძლება ცხორებაში ბევრი ისეთი რამ მოხდეს,რაც არ გესიამოვნება,რაც გულს გატკენს..ეს ყველასთან ხდება.ყველას აქვს გული და ყველას გრძნობს მასში სიხარულსაც და ტკივილსაც.არასოდეს არ თქვათ,რომ უბედური ადამიანი ხართ,რადგან ბედნიერება სწორედ იმდენია რამდენის დანახვაც ადამიანს შეუძლია.ხშირად კი ადამიანი ბედნიერებას ვერ ამჩნევს.

ბედნიერება პატარა წვრილმანშიც კი იმალება.. ბედნიერებაა როცა ხედავ,გესმის და გრძნობ.ბედნიერებაა როცა უყვარხარ და გიყვარს. ბედნიერება შეიძლება სულ უმნიშვნელო რაიმეც კი იყოს.როცა გყავს დედა,მამა,როცა შეგიძლია შენს მეგობრები და ნათესავები ერთად დასხდეთ ისაუბროთ უამრავ თემაზე..ყველაზე კარგი კი იმის ცოდნაა,რომ შენ მათთვის არასოდეს გამოგელევა სათქმელი,არასოდეს მოგბეზრდება ისინი…შენ გიყვარს,შენ მოგწონს,შენ შეგიძლია გაიღიმო,ჩაეხუტო,აკოცო,გაიხარო.სწორედ ეს არის ბედნიერება.

Continue reading