ბლაყჩობა!

არაფერია ერთდროულად სასიამოვნოც და მტანჯველიც,როგორც უყურებდე საკუთარი თავის გარდაქმნას. უყურებდე თუ როგორ ვითარდება, ცდილობს მისთვის სასურველ სრულფასოვნებამდე მიაღწიოს, ნელ-ნელა იღწვის ბედნიერებისკენ. მიხვდი ალბათ რაზეც ვსაუბრობ. ზოგჯერ ტანში ჟრუანტელი დაგივლის იმის გაფიქრებაზე, თუ რა იქნება მომავალში, როგორ გადააბიჯებ ყველა წინააღმდეგობას,რომელსაც საკუთარი თავი და შინაგანი სამყარო გიქმნიდა, როგორ ახვალ რამდენიმე საფეხურით მაღლა ვიდრე იყავი.

1521418_409684532494764_747027191_n

ჩვენ ხშირად განსაკუთრებით გავაღმერთებთ ხოლმე რომელიმე წინგს ან ფილმს. მეც მაქვს ჩემთვის გამორჩეული ფილმები და არა იმიტომ,რომ ისინი მსახიობებით ან შინაარსით გამოირჩევიან, უბრალოდ მათში აღწერილია ისეთი მოვლენები, რომლის ცხოვრებაში და ჩვენს რეალობაში გადმოტანას ვისურვებდით. ვისურვებდით და არ ხდება… ამიტომაც,ჩვენ გამუდმებით შეგვიძლია ვუყუროთ და წავიკითხოთ ფილმისა თუ წიგნის ერთი გამორჩეული მომენტი. ხშირად ამაზე ფიქრისას, მოულოდნელად სევდა შემომწოლია. საკუთარი თავი და ადამიანები შემეცოდებია, რომელთაც აქვთ ოცნებები და შეიძლება ყოველ ღამით ძილის წინ წარმოიდგენენ როგორ ანხორციელებენ მას. შემდეგ კი შეიძლება სულაც სხვა გზით წავიდნენ და ოცნებები პატარა ზარდახშაში მოათავსონ,საიდანაც ვეღარასოდეს გამოვა და მხოლოდ მაშინ გამოჩნდება,როცა ამ ზარდახშას თავს ახდიან. თუმცა ოცნებებს,კვლავ ოცნების სახე არ ექნება. ზარდახშაში გამომწყვდეული,უფრო სევდის სახეს მიიღებს,რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ადამიანს თავს ახსენებს და გულს წყვეტს.

ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ,რომ ჩვენი ბრალია,რაც არ ხდება და ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას. რაღაც მხრივ ეს მართლაც ასეა. უბრალოდ არის მომენტები,როცა არ უნდა იფიქრო და გადადგა რაიმე ნაბიჯი. ხანდახან ასეთი წინდაუხედაობაც საჭიროა. თუმცა ადამიანის უმრავლესობას და მათ შორის მეც, მეტ ფიქრს უთმობს დროს. ამ დროში კი შესაძლებლობა უკვე წასულია და ჩვენ მას ვეღარ ჩავეჭიდებით.
large (82)
Continue reading

ადამიანი ხარ

tumblr_mho5bpkfTQ1qhrr12o1_400_large

 

როცა რაღაც შენზე მაღლა მდგომი ეხება შენი სულის უაღრესად მგრძნობიარე წერტილს და ცრემლები გისველებს ლოყებს,მაშინ გრძნობ,რომ ადამიანი ხარ. როცა ლამაზი მელოდია გაგიტაცებს,უსასრულოდ და თითქოს შენ სხვა ხარ. სხეული კანკალს იწყებს და უძლურდება, შენ კი გსიამოვნებს,რადგან ხვდები,რომ ადამიანად დაიბადე. ჰო ადამიანი ხარ..

-რატომ არის ადამიანად ყოფნა ასე ძვირფასი?

-რატომ? ამას ასე ადვილად ვერ ავხსნი.. როგორ მინდა შენც გამოცადო ადამიანად ყოფნის სევდა.

-სევდა..

-ჰო,სევდა.. ვერ ჩასწვდები,ნუღარც იფიქრებ ამაზე.

-მაინც რატომ? რატომ იბრძვით ადამიანობისთვის?

-ადამიანი-ამ სიტყვაში მთელი უსასრულობაა მოქცეული. იმდენად ღრმაა მისი მნიშვნელობა,რომ ჩასწვდები თუ არა ყველაფერს აზრი დაეკარგება. ამ სიტყვას მუდამ სასიამოვნო იდუმალება დასდევს თან,თითქოს გეშინია შენი ჩარევით არ შებღალო იგი.

-სიცოცხლე რაღაა?

-ჰმ.. ამას ჩემი პასუხი არ სჭირდება. შეიძლება ჩოხელის სიტყვებით გიპასუხო?

-ბრძანეთ..

-“სიცოცხლე სევდა არის,ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა”… და როგორც ყოველთვის შენ ქრები,მიდიხარ სადღაც შორს. ისე,რომ ერთ სიტყვასაც არ მეტყვი. მაინც რას ფიქრობ? სწორად გაგეცი პასუხი?

 

რატომ?

რატომ?-ეს კითხავა უკვე დიდი ხანია მაწუხებს,უამრავი აზრი ტრიალებს თავში,ჯერ ერთი მოფრინდება თავის ამოუცნობ კითხვას დამისვამს,გულს შემოღონებს და მერე მთელი დღე მაფიქრებს. რატომ? რატომ არ შეიძლება ადამიანები ვიყოთ თავისუფლები? რატომ ვფიქრობთ ყოველთვის სხვაზე,სხივს აზრზე? რატომ ვართ შებოჭილები,საკუთარ თავში ჩაკეტილები? თანდათანობით უფრო მეტად ვაცნობიერებ,რომ ადამიანი თავისუფალი არასოდეს იქნება,ვერასოდეს შეძლებს იცხოვროს ისე,როგორც თვითონ სურს,ვერ გაიხარებს ბოლომდე. მხოლოდ მცირდედით უნდა დავკმაოფილდეთ.. რაც გვეძლევა. ჩვენ ყოველთვის რაღაც გვაბრკოლებს,ყოველთვის შედეგბზე ვფიქრობთ,მაგრამ ჰომ შეიძლება ერთი დღე მაინც გვქონდეს თავოსუფლებისთვის,ჩვენთვის განკუთვნილი? ვფიქრობ და ვხვდები,რომ არ შეიძლება.. სხვა,რომ ჩვენზე ისე არ იფიქროს როგორც საჭიროა? მე ჰომ სულაც არ ვარ მას,რომ ვგონივარ ისეთი? გვუსრს ყველას გავაგებინოთ ვინ ვართ,როგორები ვართ, დავაკარგვინოთ ის მცდარი წარმოდგენა,რომელიც ჩვენზე შეექმნა,მაგრამ გაინტერესებს კი ის “სხვა”? 

ხანხდახან ყველაფერი აზრს კარგავს და გიჩნდება კითხვა რისთვის ცხოვრობს ადამიანი? რა აზრი აქვს მის ცხოვრებას თუ კი ის ბოლოს საცოდავად მოკვდება? მოკვდება და უამრავი აუხდენელ ოცნებას წაიღებს თან. ადამიანი საწყალი არსებაა,რომელიც რაღაცისთვის იბრძვის,ზოგჯერ თვითონაც არ იცის რისთვის. ცხოვრების ბოლოს,სიბერეში გადავხედავთ ჩვენ ცხოვრებას და მივხვდებით,რომ არასოდეს არ ვიყავით თავისუფლები,ვერ ვიცხოვრეთ ისე,როგორც გვუსრდა. გული დაგვწყდება და ხელახლა დაბადების სურვილი გაგვიჩნდება,მაგრამ ადამიანი მხოლოდ ერთხელ მოდის ამ ცხოვრებაში.. მეორე შანსი კი არ არსებობს. 

ამ ცხოვრებისგან არაფერი რჩება თუ არა სასიამოვნო მოგონებები,ბოლოს მხოლოდ ისინი შეგვრჩებიან ხელთ. ჰო და რატომ არ ვცდილობთ გავაფერადოთ,უფრო მეტი აზრი შევძინოთ ჩვენს ცხოვრებას? თუმცა არა, ვცდილობთ,მაგრამ არ გამოვსდის. რას ვიზამთ ასეთია ცხოვრება-ერთდროულად მწარეც და ტკბილიც. დაე იყოს ასე.. მე არაფრის შეცვლა არ ძალმიძს. 

რატომ? ეს ის კითხვაა,რომელსაც ვერასოდეს გავცემ პასუხს და ასე შემაწუხებს ცხოვრების ბოლომდე.

თავისუფლება-რა სამუწხაროა,რომ ამ სიტყვის აზრს ბოლომდე ვერ ჩავსწვდებით,ვერ გამოვცდით… 

 

 

სამოსელი პირველი

პოსტის წერა არც კი ვიცი რითი დავიწყო. მე ხომ გურამ დოჩანაშვლის “სამოსელ პირველზე” უნდა დავწერო.

წიგნის კითხვა ზაფხულში დავიწყე. მაშინ როცა ვერცერთ წიგნს ვერ დავუდე გული. არა იმიტომ არა,რომ არ მომწონდა. ალბათ იმიტომ,რომ იმ პერიოდში არ მინდოდა წიგნის კითხვა. ხან რომელ წიგნს ვიღებდი ხან რომელს. ბოლოს ჩემი ცქერით დაღლილმა დედამ გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი” მირჩია. მეც დავუჯერე. ყოველთვის ვითვალისწინებ მის ნათქვამს ამა თუ იმ წიგნზე. უნდა ვაღიარო წიგნის კითხვას დიდი დრო მოვანდომე.. ნელა ვკითხულობდი,თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.

კითხვის დროს მთლიანად წიგნის სამყაროში შევედი და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დავფრინავდი. “სამოსელი პირველი” გურამ დოჩანაშვილმა უამრავი ბრძნული ფრაზით დატვირთა. ამ წიგნს შეიძლება “ცხოვრების წიგნი” ვუწოდოთ. მასში უამრავი ცხოვრებისეული ისტორიაა გადმოცემული.

ავტორი გვაჩვენებს თუ როგორია ცხოვრება და როგორ შეუძლია მას ადამიანის შეცვლა. დოჩანაშვილმა ადამიანის ნამდვილი სახე დაგვანახა . ამასთან ერთად წიგნში დიდსულოვანი,კეთილი,განათლებული პერსონაჟები გვხვდება. მათი დიდსულოვნებით აღფრთოვანებული ვარ და გული მწყდება,რომ ასეთი ადამიანები იშვიათად თუ შეგვხვდება რეალურ ცხოვრებაში.

წიგნის მთავარი პერსონაჟი ახლაგაზრდა ყმაწვილი დომენიკოა,რომელიც გაოცებული რჩება ერთი ლტოლვილის მონათხრობი ამბებით. იგი გადაწყვეტს დატოვოს თავისი მშობლიური სოფელიი და სამოგზაუროდ წავიდეს.  დომენიკო ერთი ქალაქიდან მეორეში გადადის. ჯერ ლამაზი ქალაქი,მერე კამორა და კანუდოსი. მოგზაურობის მანძილზე იგი სხვადასხვა სახის ადამიანებს ხვდება. წიგნი დომენიკოს თვალით დანახულ ცხოვრებაზეა.

Continue reading