
საოცარია როგორი ახლობელი შეიძლება გახდეს მწერალი,როდესაც იგი თავის ცხოვრებას თავად აღგიწერს, გიყვება მის გატაცებებზე, გახედებს მის სულში-სწორედ ასეთია რაბინდრანათ თაგორის “დღენი ჩემი სიჭაბუკისა”, რომელიც ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია,მაგრამ შეიძლება აღიქვა ისე,როგორც ერთი საინტერესო ბიჭუნას ისტორია. თაგორი აღგვიწერს მის სახლ-კარს,საცხოვრებელ მიდამოს, მშობლებს და იმ სამყაროს, სადაც იგი ცხოვრობდა. თავისივე მონათხრობიდან ჩანს,რომ თაგორი პატარაობიდანვე გამოირჩეოდა სხვა ბავშვებისგან. კითხულობდა წიგნებს,ეცნობოდა პოეზიას და ცდილობდა ყოველმხრივ განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. პოეზიასთან გაცნობის შემდეგ,თავად გაუჩნდა სურვილი,რომ ლექსები ეწერა და დიდი მონდომებით შეუდგა ამ საქმეს. საკუთარ ლექსებს კი მშობლებსა და ნაცნობებს უზიარებდა. ლექსებთან ერთად სიმღერების წერაც დაიწყო.გასაოცარი ისიც იყო,რომ იგი ამ ყველაფერს ბენგალურ ენაზე წერდა,რომელიც საკმაოდ რთულია და დღესდღეობით ცოტა თუ საუბრობს ამ ენაზე,მაგრამ მან მონდომებით ყველაფერი შეძლო.
ამ ყველაფერთან ერთად ავტორი გვესაუბრება მშობლებზე. იგი საინტერესოდ აღგვიწერს მამას და მის დამოკიდებულებას მამის მიმართ. ჩანს,რომ მამას სურდა შვილები დამოუკიდებელ,სრულფასოვან ადამიანებად ჩამოყალიბებულიყვნენ. ყველაზე დასაფასებელი თვისება,რაც მე მასში აღმოვაჩინე ის იყო,რომ შვილებს არასოდეს უკარგავდა იმედს,არასოდეს ეუბნებოდა ვერ შეძლებო. ამიტომაც იყო დაინტერესებული თაგორის გატაცებებითა და აღმოჩენებით. იგი მუდამ გატაცებით უსმენდა შვილს, აღიქვამდა როგორც ზრდასრულ ადამიანს. თაგორი ცოტას თუ საუბორბს დედაზე. მასზე მაშინ გვესაუბრება,როცა იგი გარდაიცვლება. “უეცრად უჩვეულო სევდა მომაწვა გულზე,რადგან გავიფიქრე,რომ დედა უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა და თავის ჩვეულებრივ ადგილს ვეღარ დაიჭერდა ჩვენს შინაურ ცხოვრებაში.”
არც ერთი ჭრილობა დიდ ხანს არ რჩება, მით უფრო ბავშვობაში. ერთხელ კი სიკვდილის მიერ მოყენებული პირველი კვალი სრულიად გაქრა და აჩრდილს დაემსგავსა. თაგორი მხოლოდ ზრდასრულ ასაკში აცნობიერებს თუ რა დიდი ტრაგედია სიკვდილი თითოეული ადამიანისათვის. იგი ამბობს,რომ ოცდაოთხი წლის ასაკიდან სიკვდილი მისი მუდმივი ნაცნობი გახდა. “ბავშვის უზრუნველი ბუნება ადვილად ივიწყებს ყოველგვარ უბედურებას,მაგრამ მოზრდილი ადამიანი ასე ადვილად ვერ გაექცევა სევდას და ეს საბედისწერო დარტყმები მთლიანად ჩემს გულს ხვდებოდა”
იგი აღგვიწერს სიკვდილს,იმდენად ტაგიკულად,რომ წარმოუდგენელია თითოეული ჩვენთაგანის გულში არ შეაღწიოს. მეც არ შემიძლია საკუთარი ენით გამოვხატო ჩემი გრძნობები,ამიტომ მინდა,რომ თქვენც გაგიზიაროთ თაგორის ტრაგედია.
მანამდე ფიქრადაც არ მომდიოდა,რომ ბედნიერებისა და უბედურების უწყვეტ ჯაჭვში შეიძლება არსებობდეს ცარიელი ადგილები. ამიტომაც ამ ცხოვრებას აღვიქვამდი როგორც მთლიანსა და განუყოფელს. და როდესაც უეცრად თავს დამტყდარმა სიკვდილმა ამ თითქოს მთლიან ქსოვილში გაჭრა ნაპრალი,დავიბენი. ყველაფერი ძველებურად დარჩა:ხე,წყალი.მიწა,მზე,მთვარე,ვარსკვლავები,დარჩა ისევე,როგორც იყო,მაგრამ ადამიანი,რომელიც ასვე არსებობდა,ადამიანი,რომელთანაც სულითა და ხორცით დაკავშირებული ვიყავი,გაქრა,ვით ლანდი. ირგვლივ ყველაფერი ყალბად, ცრუდ და შეუსაბამოდ მეჩვენებოდა! როგორ შემეძლო , შემეთვისებინა ყველაფერი,რაც დარჩა,იმასთან,რაც აღარ იყო? უძირო ბნელეთი დროდადრო ჩემში სადგურებდა და არც დღით,არც ღამით არ მასვენებდა. დროდადრო ვუბრუნდებოდი ერთხელ დავიწყებულ კითხვას და ვცდილობდი გამეგო,რა დარჩა იმის სანაცვლოდ,რაც უკვალოდ გაქრა. ადამიანისთვის არ არსებობს სიცარიელე; რაც არ არსებობს-მოგონილია; რაც მოგონილია,ის სიცრუეა. ამიტომაც ვცდილობთ რითიმე ამოვავსოთ ხოლმე ადგილი,სადაც ვერაფერს ვხედავთ.
თაგორი ბევრს მოგზაურობდა,ხვდებოდა სხვადასხვა სახის ხალხს,ეცნობოდა კულტურას, ლიტერატურას. მას ჰყავდა მეგობრები ბევრად უფროსი მასზე,მაგრამ არც ერთი მათგანი არ აღიქვამდა როგორც ბავშვს. ყველა ხვდებოდა,რომ იგი განსხვავებული იყო. “ასაკობრივ სხვაობას აზრებსა თუ გრძნობების ურთიერთგაგებაში არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა”
Continue reading →