ქალები სპორტში

ქალთა მონაწილეობას სპორტში დიდი ისტორია აქვს. ეს არის ისტორია, რომელსაც თან სდევდა დაყოფა და დისკრიმინაცია, თუმცა ქალი სპორტსმენების მიღწევებმა განაპირობა მნიშვნელოვანი წინსვლა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების გზაზე.ამ მიღწევებს გზას მრავალი, გენდერის ნიშნით განპირობებული ბარიერი უღობავდა. ქალები ხშირად აღიქმებოდნენ სუსტებად სპორტში ჩასართავად, განსაკუთრებით გამძლეობაზე ორიენტირებული სპორტის სახეობებში, როგორიცაა მარათონი, ძალოსნობა, ველოსპორტი.

სწორედ იმისთვის რომ საპირისპირო დაგვემტკიცებინა, მოვძებნეთ ისეთი ქალები, რომლებიც სპორტში აქტიურად არიან ჩართული. ზოგიერთი მათგანი ახლა იწყებს, ზოგიც კი დიდი ხანია ამ საქმეს მისდევს.

  • meg
  • მეგი სავაკო– დამწყები დრიფტერი, მუშაობს საკუთარი მანქანის აწყობაზე, რომელსაც შემდეგ მულტიმედია პროექტში იხილავთ:

 

 

  • ნა ურუშაძე-აკრობატი, ფიტნეს ინსტრუქტორი;

ჰჰ

  • ზოგადად მომიყევი შენ შესახებ

დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ბათუმში, სკოლაც დავამთავრე ბათუმში, ვარ 21 წლის პროფესიით ფიტნეს ინსტრუქტორი, ვსწავლობ თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე.

  • თავიდან რამ გამოიწვია შენი ამ სფეროთი (სპორტით) დაინტერესება?

 

  • IMG_0864

ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია მაქვს, დედაჩემი ჩემზე როდესაც იყო ფეხმძიმედ ექოსკოპიაზე თავისმა ექიმმა სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ უთხრა, რომ ბავშვს, რომელსაც მუცლით ატარებდა შესაბამისს ასაკში უნდა შეეყვანათ ბალეტზე ან სპორტულ ტანვარჯიშზე, ჩემმა მშობლემა როდესაც 6 წლის ვიყავი მიმიყვანეს სასპორტო სკოლაში, სადაც შევხვდი ჩემს ტრენერ ქ-ნ მარინას, რომელმაც გადაწყვიტა, თუ მშობლები სპორტულ აკრობატიკაზე დამტოვებდნენ წარმატებული სპორტსმენი ქალი გავიზრდებოდი.

  • კონკურსებზე ვისაუბროთ

ყველაფერი საქართველოში დაიწყო, აკრობატიკაზე მაშინ 2 თვის შესული ვიყავი, როცა საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დავიკავე, რა თქმა უნდა ეს დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის,რადგან სულ ახალი დაწყებული მქონდა ვარჯიში, საქართველოში მოღვაწეობა საკმაოდ წარმატებულად გაგრძელდა, საქართველოს ნაკრების წევრი და 12 გზის ჩემპიონი გავხდი, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ იყო საკმარისი და აუცილებელი იყო საზღვრებს გარეთ გავსულიყავით, პირველი მონაწილეობა საერთაშორისო ჩემპიონატში 2008 წელს იყო, ბულგარეთში, სადაც საკმაოდ წარმატებით ვიასპარეზეთ და მეორე ადგილი ავიღეთ, შემდეგ 2009 წელს უკრაინაში საერთაშორისო ტურნირზე 1 ადგილი ავიღეთ,, რა თქმა უნდა საერთაშორისო ჩემპიონატები კარგია, თუმცა ესეც არ არის საკმარისი იმისათვის რომ მეტს მიაღწიო, საჭირო გახდა უფრო დიდი მასშტაბის ჩემპიონატში მიგვეღო მონაწილეობა, 2009 წელს პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატზე 23 ქვეყნიდან ფინალში მოვხვდით და მეშვიდე ადგილზე გავედით, ამას მოყვა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი პოლონეთში და 2012 წლის ასევე მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკაში, სადაც ასევე წარმატებით ვიასპარეზეთ 33 ქვეყნიდან გავედით ნახევარფინალში, ასევე ვიღებდით მონაწილეობას როგორც საქართველოს (პროექტი – ნიჭიერი) ასევე სხვადასხვა ქვეყნების შოუებში თურქეთი, დუბაი (არაბეთი) და სხვა.

  • რა არის ის რაც მოტივაციას გაძლევს შენს საქმეში

 

  • IMG_0823

როგორც დასაწყისი, ასევე დასასრული აქვს ყველაფერს, შესაბამისად ჩემი პროფესიონალური სპორტული კარიერა სპორტულ აკრობატიკაში დავასრულე, ახლა კი ვარ ფიტნეს ინსტრუქტორი და ჯგუფური ვარჯიშების ტრენერი, ამ საქმეში მოტივაცია არის მომხმარებელი, რომელმაც შედეგს მიაღწია, შედეგს რომელიც არც თუ ისე მარტივია და რთული გზა აქვს გასავლელი წინ.

  • ვინ არის შენთის მისაბაძი/კუმირი სპორტსმენი?

კონკრეტულად მისაბაძი ადამიანი არ მყავს, ვაფასებ ყველას ვინც სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს.

  • ზოგადად რა აზრის ხარ „ქალები სპორტში“ თემაზე?

 

  • IMG_0861

დღესდღეობით შედარებით გამოსწორებულია აზრი „ქალები სპორტშის“ შესახებ, ქალები მამაკაცებზე მეტად არიან ამტანები, უფრო მეტის მოთმენა და გაძლება შეუძლიათ ვიდრე მამაკაცებს, ის რომ ქალი სუსტ არსებად არის მოხსენებული გაოცებას იწვევს ჩემში, რადგან ეს რეალობას ეწინააღმდეგება, ქალი სპორტში ეს არის ფაქტი იმის შესახებ თუ როგორ განვითარდა აზროვნება და ყოფა. რა თქმა უნდა ქალსა და მამაკაცს შორის შეიძლება არ არის ზუსტი გენდერული თანასწორობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ქალი სპორტში არ უნდა იყოს და მხოლოდ ოფისში უნდა იჯდეს.

  • რო არა ეს პროფესია რა განხრით წახვიდოდი?

ვფიქრობ მხოლოდ სამართლის განხრით წავიდოდი.

  • გქონია თუ არა ცხოვრებაში ისეთი მომენტი რომ ყველაფრისთის თავის დანებება გადაგიწყვეტია?

ადამიანისათვის რთულია ისეთი რეჟიმით ცხოვრება, როგორითაც მე მიწევდა. წარმოიდგინეთ 10 წლის გოგონა, რომელიც დილით სკოლაშია, 3 საათზე კი მიდის ვარჯიშზე, ამთავრებს ვარჯიშს ღამის 10-11 საათზე, შემდეგ მიდის სახლში სწავლობს, იძინებს და ასე გრძელდება მუდმივად.. ეს არ არის მარტივი გაატარო ნახევარი დღე დარბაზში რთული ფიზიკური დატვირთვის ქვეშ, ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც რომ სპორტი ტრამვების გარეშე წარმოუდგენელია, მითუმეტეს ისეთ გარემოში, რომელსაც არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონდა ინვენტარით თუ სხვა საჭირო პირობებით, შესაბამისად ჩვენც ილეთების სწავლის პროცესში ძალიან ბევრი ტრამვა მიგვიღია ხელის, ფეხის, ცხვირის მოტეხილობა, თუ მყესის დაჭიმულობა.. რა თქმა უნდა როგორც უკვე ვახსენე ეს არ არის მარტივი გადასატანი და რა თქმა უნდა მეც გამიჭირდა ამ ყველაფრის გადატანა, რამაც მაფიქრებინა დამენებებინა სპორტული აკრობატიკისთვის თავი.

  • რა გეგმები გაქვს მომავალში

სამომავლო გეგმები დიდია, თუმცა უმჯობესი იქნება თუ საიდუმლოდ დავტოვებ ამ ეტაპისთვის.

 

თეო

ავტორები: მარიამ ქუხილავა, დალი მაისურაძე, ქეთი პავლიაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s