კულტურისა და ცივილიზაციის დაპირისპირების არსი

CoR_Confrontation_a

თუ დავუკვირდებით კულტურა უპირველეს ყოვლისა ბუნებითი ფენომენია, თუნდაც იმიტომ, რომ მისი შემოქმედი ადამიანი ანუ ბიოლოგიური არსება. განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფოსები კულტურას განიხილავდნენ, როგორც ადამიანური მოღვაწეობის ავტონომიურ და ღირებულებით სფეროს. კულტურის უმნიშვნელოვანესი ასპექტი მათი აზრით გონების ტაძრის აგებაა. მათვე შეიმუშავეს კულტურული მოღვაწეობის კრიტერიუმების სისტემა. კულტურული მოღვაწეობა უნდა იყოს ინტელექტუალური, შემოქმედებითი, პროდუქტიული და ნოვატორული.

„კულტრა მარადიულობის დასაწყისია“(ნ.ბერდიაევი) ამ მარადიულობას კი განაპირობებს ადამიანის მხოლოდ ისეთი მოღვაწეობა, რომელიც მოითხოვს შემოქმედებით წვას, სივრცის გარღვევას და ახლის ძიებას. ხოლო, როცა კულტურა კარგავს შემოქმედებით სულს ის ცივილიზაციაში გადადის. კულტურა ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროს მოიცავს, მაგრამ კულტურული პროცესის კოორდინატებს ცივილიზაცია და მისი ნორმები განსაზღვრავენ.

კულტურას, როგორც ცივილიზაციის ერთ-ერთ ელემენტს დამოუკიდებლად განვითარების უნარი აქვს. მას შეუძლია დაუპირისპირდეც კიდეც ცივილიზაციას. სწორედ ეს არის როგორც კულტურის ისე ცივილიზაციის განვითარების საფუძველი. კულტურასა და ცივილიზაციის მსგასვებაზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ ცივილიზაცია მთლიანად დათრგუნავს და გადაფარავს კულტურას. ეს კი სხვა არაფერია თუ არა ცხოვრების ტექნიკური მექანიკური, არა სულიერი ფორმების ბატონობა და პიროვნების შემოქმედებითი ინიციატივის ჩახშობა.

კულტურა ყოველთვის ამაყობს თავისი ძველი წარმოშობით, კავშირით დიად წარსულთან. კულტურა მსგავსად ეკლესიისა ყველაზე მეტად აფასებს მემკვიდრეობითობას. კულტურაში არ არის უპატივცემულო დამოკიდებულება მამათა საფლავების მიმართ. ამას ვერ ვიტყვით ცივილიზაციაზე. ცივილიზაცია აფასებს თავის ახალ წარმოშობას, არ ეძებს ძველს და ამაყობს დღევანდელი გამოგონებით. ცივილიზაციას ყოველთვის ისეთი სახე აქვს თითქოს დღეს ან გუშინ წარმოიშვა. მასში ყველაფერი ახალთახალია, ყველაფერი დღევანდელი დღის მოხერხებულ პირობებთანაა შეგუებული. კულტურაში მიმდინარეობს მარადიულობის დიდი ბრძოლა დროსთან, დიდი წინააღმდეგობა დროის დამანგრეველ ძალასთან. კულტურა სიკვდილს ებრძვის, თუმცა უძლურია მასზე რეალური გამარჯვებისათვის. მისთვის ძვირფასია უკვდავყოფა, განუწყვეტლობა, მემკვიდრეობითობა, სიმტკიცე კულტურული ქმნილებებისა და ძეგლებისა. კულტურა, რომელშიც არის რელიგიური სიღრმე, ყოველთვის მიისწრაფვის მკვდრეთით აღდგომისაკენ. ამ მხრივ რელიგიური კულტურის უდიდეს ნიმუშს წარმოადგენს ძველი ეგვიპტის კულტურა. იგი მთლიანად ეფუძნებოდა მარადიულობის წყურვილს, მთლიანად სიკვდილთან ბრძოლაში იყო. და ეგვიპტის პირამიდებმა გადაიტანეს ათასწლეულები და შემორჩნენ ჩვენს დრომდე. თანამედროვე ცივილიზაცია სწორედ რომ არ აშენებს პირამიდებს და არ ზრუნავს იმისათვის, რათა მის ძეგლებს ათასწლოვანი სიმტკიცე ჰქონდეს. თანამედროვე ცივილიზაციაში ყველაფერი სწრაფწარმავალია.
ცივილიზაცია, კულტურისაგან განსხვავებით, არ ებრძვის სიკვდილს, არ სურს მარადიულობა. იგი არა მხოლოდ ურიგდება დროის მომაკვდინებელ ძალას, არამედ ამ მომაკვდინებელი დროით ზღვარზე აფუძნებს თავის ყველა წარმატებასა და მონაპოვარს. ცივილიზაცია, ივიწყებს რა მიცვალებულებს, ძალზე საამურად და მხიარულად მოეწყობა სასაფლაოზე. ცივილიზაცია ფუტურისტულია. ცივილიზაციაში არის სიხეპრე, გაყოყოჩებული პარვენუ. ეს სიხეპრე გადაეცემა კულტურასაც, რომელსაც სურს იყოს სავსებით არარელიგიური”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s