ერნესტ ჰემინგუეი


 

დაიბადა : 21.07.1899 წ
გარდაიცვალა : 02.07.1961 წ

ერნესტ მილერ ჰემინგუეი (21 ივლისი, 1899 – 2 ივლისი, 1961) – ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი. მისი გამორჩეული წერის სტილი ხასიათდება მკაცრი მინიმალიზმით და მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ლიტერატურის განვითარებაზე. ჰემინგუეის პროტაგონისტები, როგორც წესი, სტოიციზმით გამოირჩევიან, და მიჩნეულია, რომ ისინი თავად ავტორის საკუთარი ხასიათის გამოხატულება უნდა იყოს – მისი გმირები არიან მამაკაცები, რომელებმაც “ზეწოლას ღირსეულად უნდა გაუძლონ”. მის ნამუშევართა უმრავლესობა ამჟამად ამერიკული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა.
1916 წელს მან სასკოლო ჟურნალში დაბეჭდა საბავშვო მოთხრობა ”მანიტუს სასამართლო”, რომელშიც აღწერილი იყო ჩრდილოეთის ეგზოტიკა და ინდიელების ფოლკლორი. შემდეგ ნომერში მან დაბეჭდა მოთხრობა “ყველაფერი კანის ფერშია”, სადაც მან აღწერა კრივის ბინძური მხარეები.1916 წლის ზაფხულში სკოლის დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა, მშობლებისგან დამოუკიდებლად ჩრდილოეთ მიჩიგანში წასვლა სამოგზაუროდ თავის მეგობრებთან ერთად.

ჰემინგუეი ნაწილი იყო 1920-იანი წლების პარიზის უცხოელ მწერალთა პლეადისა “დაკარგული თაობა”, ტერმინი, რომელიც პირველად გამოიყენა და პოპულარული გახადა გერტრუდ შტაინმა. ის დატვირთულ სოციალურ ცხოვრებას ეწეოდა, ოთხჯერ იქორწინა, და მრავალი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონია ცხოვრების მანძილზე.

ჰემინგუეის მიღებული აქვს პულიცერის პრემია (1953) და ნობელის პრემია ლიტერატურაში (1954) ნაწარმოებისთვის “მოხუცი და ზღვა”. 61 წლის ასაკში 1961 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

nsdd

 

კულტურისა და ცივილიზაციის დაპირისპირების არსი

CoR_Confrontation_a

თუ დავუკვირდებით კულტურა უპირველეს ყოვლისა ბუნებითი ფენომენია, თუნდაც იმიტომ, რომ მისი შემოქმედი ადამიანი ანუ ბიოლოგიური არსება. განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფოსები კულტურას განიხილავდნენ, როგორც ადამიანური მოღვაწეობის ავტონომიურ და ღირებულებით სფეროს. კულტურის უმნიშვნელოვანესი ასპექტი მათი აზრით გონების ტაძრის აგებაა. მათვე შეიმუშავეს კულტურული მოღვაწეობის კრიტერიუმების სისტემა. კულტურული მოღვაწეობა უნდა იყოს ინტელექტუალური, შემოქმედებითი, პროდუქტიული და ნოვატორული.

„კულტრა მარადიულობის დასაწყისია“(ნ.ბერდიაევი) ამ მარადიულობას კი განაპირობებს ადამიანის მხოლოდ ისეთი მოღვაწეობა, რომელიც მოითხოვს შემოქმედებით წვას, სივრცის გარღვევას და ახლის ძიებას. ხოლო, როცა კულტურა კარგავს შემოქმედებით სულს ის ცივილიზაციაში გადადის. კულტურა ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროს მოიცავს, მაგრამ კულტურული პროცესის კოორდინატებს ცივილიზაცია და მისი ნორმები განსაზღვრავენ.

კულტურას, როგორც ცივილიზაციის ერთ-ერთ ელემენტს დამოუკიდებლად განვითარების უნარი აქვს. მას შეუძლია დაუპირისპირდეც კიდეც ცივილიზაციას. სწორედ ეს არის როგორც კულტურის ისე ცივილიზაციის განვითარების საფუძველი. კულტურასა და ცივილიზაციის მსგასვებაზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ ცივილიზაცია მთლიანად დათრგუნავს და გადაფარავს კულტურას. ეს კი სხვა არაფერია თუ არა ცხოვრების ტექნიკური მექანიკური, არა სულიერი ფორმების ბატონობა და პიროვნების შემოქმედებითი ინიციატივის ჩახშობა.

კულტურა ყოველთვის ამაყობს თავისი ძველი წარმოშობით, კავშირით დიად წარსულთან. კულტურა მსგავსად ეკლესიისა ყველაზე მეტად აფასებს მემკვიდრეობითობას. კულტურაში არ არის უპატივცემულო დამოკიდებულება მამათა საფლავების მიმართ. ამას ვერ ვიტყვით ცივილიზაციაზე. ცივილიზაცია აფასებს თავის ახალ წარმოშობას, არ ეძებს ძველს და ამაყობს დღევანდელი გამოგონებით. ცივილიზაციას ყოველთვის ისეთი სახე აქვს თითქოს დღეს ან გუშინ წარმოიშვა. მასში ყველაფერი ახალთახალია, ყველაფერი დღევანდელი დღის მოხერხებულ პირობებთანაა შეგუებული. კულტურაში მიმდინარეობს მარადიულობის დიდი ბრძოლა დროსთან, დიდი წინააღმდეგობა დროის დამანგრეველ ძალასთან. კულტურა სიკვდილს ებრძვის, თუმცა უძლურია მასზე რეალური გამარჯვებისათვის. მისთვის ძვირფასია უკვდავყოფა, განუწყვეტლობა, მემკვიდრეობითობა, სიმტკიცე კულტურული ქმნილებებისა და ძეგლებისა. კულტურა, რომელშიც არის რელიგიური სიღრმე, ყოველთვის მიისწრაფვის მკვდრეთით აღდგომისაკენ. ამ მხრივ რელიგიური კულტურის უდიდეს ნიმუშს წარმოადგენს ძველი ეგვიპტის კულტურა. იგი მთლიანად ეფუძნებოდა მარადიულობის წყურვილს, მთლიანად სიკვდილთან ბრძოლაში იყო. და ეგვიპტის პირამიდებმა გადაიტანეს ათასწლეულები და შემორჩნენ ჩვენს დრომდე. თანამედროვე ცივილიზაცია სწორედ რომ არ აშენებს პირამიდებს და არ ზრუნავს იმისათვის, რათა მის ძეგლებს ათასწლოვანი სიმტკიცე ჰქონდეს. თანამედროვე ცივილიზაციაში ყველაფერი სწრაფწარმავალია.
ცივილიზაცია, კულტურისაგან განსხვავებით, არ ებრძვის სიკვდილს, არ სურს მარადიულობა. იგი არა მხოლოდ ურიგდება დროის მომაკვდინებელ ძალას, არამედ ამ მომაკვდინებელი დროით ზღვარზე აფუძნებს თავის ყველა წარმატებასა და მონაპოვარს. ცივილიზაცია, ივიწყებს რა მიცვალებულებს, ძალზე საამურად და მხიარულად მოეწყობა სასაფლაოზე. ცივილიზაცია ფუტურისტულია. ცივილიზაციაში არის სიხეპრე, გაყოყოჩებული პარვენუ. ეს სიხეპრე გადაეცემა კულტურასაც, რომელსაც სურს იყოს სავსებით არარელიგიური”