ბლაყჩობა!

არაფერია ერთდროულად სასიამოვნოც და მტანჯველიც,როგორც უყურებდე საკუთარი თავის გარდაქმნას. უყურებდე თუ როგორ ვითარდება, ცდილობს მისთვის სასურველ სრულფასოვნებამდე მიაღწიოს, ნელ-ნელა იღწვის ბედნიერებისკენ. მიხვდი ალბათ რაზეც ვსაუბრობ. ზოგჯერ ტანში ჟრუანტელი დაგივლის იმის გაფიქრებაზე, თუ რა იქნება მომავალში, როგორ გადააბიჯებ ყველა წინააღმდეგობას,რომელსაც საკუთარი თავი და შინაგანი სამყარო გიქმნიდა, როგორ ახვალ რამდენიმე საფეხურით მაღლა ვიდრე იყავი.

1521418_409684532494764_747027191_n

ჩვენ ხშირად განსაკუთრებით გავაღმერთებთ ხოლმე რომელიმე წინგს ან ფილმს. მეც მაქვს ჩემთვის გამორჩეული ფილმები და არა იმიტომ,რომ ისინი მსახიობებით ან შინაარსით გამოირჩევიან, უბრალოდ მათში აღწერილია ისეთი მოვლენები, რომლის ცხოვრებაში და ჩვენს რეალობაში გადმოტანას ვისურვებდით. ვისურვებდით და არ ხდება… ამიტომაც,ჩვენ გამუდმებით შეგვიძლია ვუყუროთ და წავიკითხოთ ფილმისა თუ წიგნის ერთი გამორჩეული მომენტი. ხშირად ამაზე ფიქრისას, მოულოდნელად სევდა შემომწოლია. საკუთარი თავი და ადამიანები შემეცოდებია, რომელთაც აქვთ ოცნებები და შეიძლება ყოველ ღამით ძილის წინ წარმოიდგენენ როგორ ანხორციელებენ მას. შემდეგ კი შეიძლება სულაც სხვა გზით წავიდნენ და ოცნებები პატარა ზარდახშაში მოათავსონ,საიდანაც ვეღარასოდეს გამოვა და მხოლოდ მაშინ გამოჩნდება,როცა ამ ზარდახშას თავს ახდიან. თუმცა ოცნებებს,კვლავ ოცნების სახე არ ექნება. ზარდახშაში გამომწყვდეული,უფრო სევდის სახეს მიიღებს,რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ადამიანს თავს ახსენებს და გულს წყვეტს.

ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ,რომ ჩვენი ბრალია,რაც არ ხდება და ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას. რაღაც მხრივ ეს მართლაც ასეა. უბრალოდ არის მომენტები,როცა არ უნდა იფიქრო და გადადგა რაიმე ნაბიჯი. ხანდახან ასეთი წინდაუხედაობაც საჭიროა. თუმცა ადამიანის უმრავლესობას და მათ შორის მეც, მეტ ფიქრს უთმობს დროს. ამ დროში კი შესაძლებლობა უკვე წასულია და ჩვენ მას ვეღარ ჩავეჭიდებით.
large (82)

მე შევქმენი ჩემი სამყარო,რომელიც აუცილებლად უნდა გადმოვიტანო რეალობაში,რადგან ვეცადე ყოველმხრივ რეალური და ადვილად შესაძლებელი ყოფილიყო. თუმცა დავიტოვე ის “სიგიჟეები,” რის სიასაც შევადგენ და ვეცდები განვახორციელო. მივხვდი იმასაც,რომ არ ღირს ჩემსავით წვრილმანებზე დარდი და ტრაგედიად ქცევა,რადგან ჩვენ ჰომ ამ უდიდესი გალაქტიკის ნაწილი ვართ. ამის გააზრების შემდეგ, მიხვდები თუ რამდენად უმნიშვნელოა ის,რასაც ჩვენ ასეთ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს ერთდროულად მზარავს და მამშვიდებს კიდეც.

ვთქვი,რომ არაფერია იმაზე უფრო სასიამოვნო და მტანჯველიც,როგორც უყურებდე საკუთარი თავის გარდაქმნას. (კარგი გაგებით) თუკი მე და ჩვენ შევძლებთ საკუთარ თავზე რამდენიმე საფეხურით მაღლა დავდგეთ,ეს იმას ნიშნავს რომ განსაკუთრებული შევძელით(მე ასე ვთვლი).

… და მინდა შთავაგონო საკუთარ თავს,რომ შევძლებ!

Advertisements

4 thoughts on “ბლაყჩობა!

  1. აუ, მარიამმ.. ძალიან მომეწონა პოსტი. ასე მეგონა ჩემ თავზე ვკითხულობდი. აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s