ბლინის ხვრელიდან დანახული სამყარო.

-რა არის ეს ტკბილი არაა.

-რა არაა ტკბილი?

-რა და ბლინი.

-როგორ შაქარი გავუკეთე.ტკბილია!

-ოოო,არაა-მეთქი.

და იმის დასამტკიცებლად,რომ ბლინი ტკბილი იყო ავიღე და გავსინჯე… “მართლა არ ყოფილა ტკბილი, შეიძლება სულ ოდნავ.”-გავიფიქრე,მაგრამ არ ვაღიარე.

-რა გინდა, ტკბილია.

შევნიშნე ბლინს პატარა ხვრელები ჰქონდა, ჰოდა ერთ-ერთში ჩემი ყოვლისმხედველი თვალით გახედვა ვცადე.

შეხედე ერთი, მადონას,ბებიას ჩაიდანი ამოუჩრია იღლიაში და თავისთან მიაქვს. ახალი ვერა და ვერ იყიდა. ეს ვინაა? ვერ ვხედავ ბლინი მეფარება. ააა, სახელგანთქმული ჭორიკნები დევიზით “ცხვირი ჩავყო თუ ხელი მოვაფათურო?”- სხვისი ცხოვრება ჰომ მათი საქმეა.

აუუუ, ის ქალი მოდის. ნახე,ნახე მეზობლის ბავშვი დაუჭერია და ლამისაა კოცნით დაახრჩოს. ბავშვს ერთი სული აქვს წავიდეს და ცდილობს ხელებით განზე გასწიოს . “ნაზი ბებო, გააადი განზე.”- ფიქრობს ალბათ საწყალი.

“რამდენჯეეერ არაყით დავმთვრალვაააარ…” მურთაზი და თავის ლოთი ძმაკაცები ხელი-ხელ გადახვეული მობარბაცებენ. ვაიმე! რომელიღაცამ ქვას ფეხი წამოდო და თავისი სათუთი საჯდომი მწარედ დაანარცხა მიწას.

-როგორ ხარ, როგორ?

-მე კარგად, შენ როგორ ხარ? ბავშვები რას შვრებიან ?

რუსიკო და ზამირა ერთი ეზოდან მეორეში ელაპარაკებიან, უფრო უყვრიან ერთმანეთს ხმის ჩახლეჩამდე.

ვასიკოს ძაღლი სასეირნოდ გამოუყვანია, ძაღლმა “აკრიფა” და მთელი ძალით გაიქცა. ამან თოკს ხელი ვერ გაუშვა და სასოწარკვეთილი, შეშინებული უკან მისდევს… და აი გაბღენძილ,ღიპგადმოგდებულ ჯემალის მთელი ძალით შეასკდა ძაღლი და პატრონიც ზედ მიჰყვა. ატყდა ერთი ამბავი, ცალკე ჯემალი კვნესის,ცალკე ძაღლი წკავწკავებს.

ბოლოს ამათი ცქერით დაღლილმა,ავდექი და გადავყლაპე ეს ჩემი ჯადოსნური ბლინი

…. და დაიბადა ჭეშმარიტება: ბლინით თუ უბლინოდ,ვარდისფერი თუ მწვანე სათვალით,მაინც ერთი “ჩორტია” ეს ცხოვრება.

Advertisements

2 thoughts on “ბლინის ხვრელიდან დანახული სამყარო.

  1. და მაი ც რა კაია, რომ ასეთი რამეები მარტო ჩვენთან ხდება და ძალიან კი გვეზიზღება, მაგრამ თავისი ხიბლი აქვს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s