ჯანდაბა

-შეიცვალა!
-რა?
-აი,სამყარო შეიცვალა.
-ჰმ,ნუთუ?
-ჰო,ჰო.. თურმე შესაძლებელი ყოფილა.
-ცვლილებას რომ ვერსად ვხედავ?
-ვერც დაინახავ.. ჩემში მოხდა.
-საინტერესოა..
-როგორც კი შეცვლი,ოდნავ მაინც ჩასწვდები შენი შინაგანი მეს მოთხოვნებს,მაშინ შეიცვლება,იგრძნობ და საოცარი სურვილი მოგაწვება ეს მომენტი სამუდამოდ შეაჩერო. მე ჭეშმარიტებას ცალი თვალით შევხედე!
-რა?

———

-ახედე?
-ავხედე..
-მერე?
-გულამდე არ აღწევს.
-ჰა?
-რატომ მოგწონს მათი ყურება?
-ლამაზი და იდუმალია.. შენი სახელიც დავარქვი.
-მე უფრო მეტი მინდა ვიყო.
-ჰო,ეგ ერთხელაც გაქრება,აღარავის ემახსოვრება,საერთოდ არავის..
-გმადლობ!
-გმადლობ?
-ჰო, გმადლობ,რომ მიხვდი.

———-

-გაზაფხული და ზამთარი გვანან ერთმანეთს.
-კი,როგორ არა.
-ტყემლის ხეს შეხედე და მიხვდები, ტოტები თეთრია..
-კაი,ნუ მაცინებ.
-იდეაში უკეთესად უნდა გამომეხატა,მაგრამ…
-ჰო,მივხვდი.

————

-შეამჩნიე? თითქმის ყოველ კვირა ვიღაც კვდება.

-ჰო,შევამჩნიე.

-საშინელებაა.

-რატომ? სულაც არ ვთვლი საშინელებად.

-სიკვდილი ყოველთვის საშინელია, რამე ახალს ვერ მეტყვი.

-იქნებ სიკვდილი მარტოდ გრძნობს თავს?

-რაც მაგან წაიყვანა,კიდევ მარტოა?

-ეგ მხოლოდ ტრანსპორტის როლს ასრულებს დედამიწიდან რაღაც შორეულამდე და იმ პატარა თუ გრძელის გზის განმავლობაში სჭირდება თანამგზავრი. საინტერესო იქნება გამოელაპარაკო.

-სადიან მოგდის  ეს აზრები.

-აბა რა ვიცი.

———–

-მაჩუქებ გვირილას?

-კი,რა თქმა უნდა.

-ბევრი, ძალიან ბევრი გვირილა მინდა.

-შენ გამო რამდენი გვირილა მოკვდება..

-ბოლოს მაინც სიცივე მოკლავთ.

Advertisements

2 thoughts on “ჯანდაბა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s