თეთრი ღამეები

დოსტოევსკის “თეთრი ღამეები” ეს არის მოთხრობა,რომელმაც საოცრად შემაყვარა ოცნება. შეიძლება ითქვას ისე როგორც არასდროს. დოსტოევსკიმ მართლაც შეძლო არაჩვეულებრივად გადმოეცა ადამიანის გრძნობები და მკითხველის გულამდე მიეტანა. თუმცა მას ჩემი შეფასება არ სჭირდება. იგი საყოველთაოდ აღიარებულია და მუდამ იქნება.  მოთხრობის მთავარი პერსონაჟი მეოცნებეა,რომელიც თავის ამბავს მოგვითხრობს. მისი ამბავი მეტად უცნაურია,ზუსტად ისეთი,როგორიც ნამდვილ მეოცნებეს შეიძლება ჰქონდეს.

მეოცნებე არავის,მაგრამ ყველას იცნობს. იგი სრულიად მარტოა,არავინ ჰყავს,რომ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიაროს. მთელს დღეებს ქუჩებში ხეტიალს და ხალხზე დაკვირვებას ანდომებს. მან ზუსტად იცის ვინ,როდის და სად მიდის. იგი იცნობს იმ ხალხს,რომელიც ყოველ დღე ხვდება,იგი იცნობს მათ სულიერ მდგომარეობას, ისინი კი არა.. ერთ დღეს კი იგი სრულიად მარტოსულად იგრძნობს თავს. ეს ის დროა,როდესაც ხალხი დასასვენებლად მიდის და ქალაქში აღარავინ რჩება. მეოცნებე კი გრძნობს,რომ მისი “ნაცნობები” მიდიან და ტოვებენ მას. მისთვის ძნელია მარტო დარჩენა და მთელი სამი დღე ნაღველით სავსე ხეტიალობს პეტერბურგის ქუჩებში.

მეოცნებეს ცხოვრება ასე სევდიანად,ოცნებაში გრძელდებოდა,სანამ მის ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა.  საღამოს ჩვეულებრივ სეირნობის დროს,მან ახლაგაზრდა ქალი გაიცნო (თუ როგორ გაიცნო ამას აღარ დავწერ) მეოცნებე საოცრად დაინტერესდა მისით. საუბარში ირკვევა,რომ ქალს მასზე არანაკლებ უცნაური ისტორია გადახდენია თავს. მეოცნებეს დიდი თხოვნით ისინი არაერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. მათი შეხვედრა და საუბრები იმდენად გულში ჩამწვდომი იყო,ისეთი საოცარი გრძნობა მოდიოდა ჩემამდე,რომ ზოგჯერ ცრემლების პირასაც მივყავდი.  ასე ხდება,როდესაც ორი განსაკუთრებული ადამიანი შეხვდება ერთმანეთს. ისინი მთელ ღამეებს თეთრად,საუბარში ატარებდნენ.

საკუთარი ისტორიის მოყოლას, მეოცნებე იწყებს,რომელიც როგორც ვთქვი მეტად უცნაური ადამიანია. იგი უყვება ქალს თუ როგორ ატარებს მთელ დღეებს ოცნებაში და რომ მას ოცნება რეალობად გადაქცევია. მას რეალობასთან თითქმის ყველანაირი კავშირი აქვს გაწყვეტილი და ახლა,როცა იგი შეხვდა ამ ქალს, თითქოს ახალი სამყარო გადაეშალა თვალწინ.

მეოცნებეს არაფერი სურს, რადგან სურვილზე ძლიერია, რადგან ყველაფერი აქვს, თვით არის საკუთარი ცხოვრების მხატვარი და ყოველ წუთს შეუძლია იგი თავის ნებაზე გარდაქმნას. მერედა, ნუთუ ასე ადვილად, ასე ბუნებრივად იქმნება ეს ზღაპრული, ფანტასტიკური სამყარო! თითქოს ყოველივე ეს მართლაც არაა მოჩვენება!

ეს იყო მეოცნებეს ყველაზე ლამაზი ღამეები მთელი მისი 26 წლის ცხოვრების განმავლობაში,მაგრამ სამწუხაროა,რომ ყველაფერს აქვს დასასრული. თუ როგორ სრულდება  მოთხრობა და როგორია ქალის ცხოვრების ისტორია,ამას საიდუმლოდ დავტოვებ შენთვის მკითხველო,რათა არ წაგართვა პირველად წაკითხვის ბედნიერება. 

  • დარდში კი მართლა და რა ფანტაზიაა! გრძნობ, რომ ეს დაუშრეტელი ფანტაზია მუდმივი დაძაბულობით ბოლოს იფიტება, იშრიტება, რადგან ხომ მოწიფული ხდები, იცილებ ძველ იდეალებს: ისინი მტვრად, ნამსხვრევებად იქცევიან; თუ სხვა ცხოვრება არ გაგაჩნია, ამავე ნამსხვრევებისგან მოგიწევს მისი აშენება. ამასობაში კი სული რაღაც სხვას ითხოვს და სურს! და მეოცნებე, როგორც ნაცარში, ამაოდ იქექება თავის ძველ ოცნებებში, ეძებს თუნდაც მცირე ნაპერწკალს, რომ იგი გააღვივოს, განახლებული ცეცხლით გაითბოს გაცივებული გული და მასში კვლავ აღიდგინოს ყველაფერი, რაც ადრე ასე ძვირფასი იყო, სულს აღელვებდა, სისხლს უჩუხჩუხებდა, თვალთაგან ცრემლებს ადენდა და ასე საუცხოოდ ატყუებდა!
  • არ შემიძლია ვდუმდე, როცა გული ლაპარაკობს. მაგრამ სულ ერთია… დამიჯერეთ, არც ერთი ქალი, არასდროს, არასდროს! არავითარი ნაცნობობა! ეს კია, რომ ყოველდღე ვოცნებობ, ბოლოს და ბოლოს ოდესმე ვინმეს შევხვდები-მეთქი, ო, რომ იცოდეთ, ასე რამდენჯერ ვიყავი შეყვარებული!…
    – როგორ, ვისზე?
    – არავისზე, იდეალზე, იმაზე, ვინც სიზმარში გამოგეცხადებათ ხოლმე. ოცნებებში მთელ სასიყვარულო ამბებს ვთხზავ.
  • როცა უბედურები ვართ, უფრო ძლიერ ვგრძნობთ სხვის უბედურებას. გრძნობა კი არ სუსტდება, პირიქით, ძლიერდება.
  • მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს. ამიტომაც არის, რომ ზაფხულის დამდეგს საოცარი სევდა იპყრობს – თითქოს მარტო რჩება. ვეღარ ხედავს ნაცნობ სახეებს. ისინი მას არ იცნობენ, მაგრამ ის იცნობს. მათ სახეებს უყურებს და ხასიათიც მათთან ერთად ეცვლება. სახლებსაც კი იცნობს. როცა მიდის, თითქოს თითოეული სახლი წინ ეგებება და ესაუბრება. ზოგიერთ მათგანთან მეგობრობს კიდეც. ხანდახან მეოცნებეს სევდა შეიპყრობს და თითქოს მის ირგვლივ ოცნების მთელი სამეფო ინგრევა, ნაკვალევის, ხმაურის გარეშე, უჩინარდება და მას თავადაც არ ახსოვს, რაზე ოცნებობდა. მაგრამ რაღაც უცნაური გრძნობა, ახალი სურვილი ეპარება გულში და ფანტაზიას უღვიძებს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობა და სიზარმაცე ოცნებას აღვივებს. ისევ ჩნდება ახალი ცხოვრება, ახალი სამყარო, ახალი ბედნიერება. მეოცნებე ათას რამეზე ოცნებობს: რომანტიკულ სიყვარულზე, უანგარო მეგობრობაზე, პოეტობაზე.

ნაწარმოები რუსულად წავიკითხე და მივხვდი,რომ ორიგინალმა ბევრად უფრო მეტი ემოცია,გრძნობა მოიტანა ჩემამდე,უფრო ახლოს მოვიდა პერსონაჟების გრძნობები.

Небо было такое звёздное, такое светлое небо, что, взглянув на него, невольно нужно было спросить себя: неужели же могут жить под таким небом разные сердитые и капризные люди?

ის რაც დავწერე არაფერია იმასთან შედარებით,რასაც  ვგრძნობ. ეეჰ,რომ შეგვეძლოს ზუსტად,ბოლომდე გადმოვცეთ ჩვენი გრძნობები,ის რისი თქმაც გვსურს.

Advertisements

One thought on “თეთრი ღამეები

  1. ის რაც დავწერე არაფერია იმასთან შედარებით,რასაც ვგრძნობ. ეეჰ,რომ შეგვეძლოს ზუსტად,ბოლომდე გადმოვცეთ ჩვენი გრძნობები,ის რისი თქმაც გვსურს. < თვითონ დოსტოევსკი "იდიოტში" წერდა, რომ არსებობს რაღაც ისეთი, რასაც კი გრძნობ, მაგრამ ანალიზს ვერ უკეთებ, ვერ გამოთქვამ, სათანადო მიზეზებით ვერ გაამართლებ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მთლიან, უცილობელ შტაბეჭდილებას ახდენს და შენდაუნებურად რწმენად გექცევა..!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s