დღენი ჩემი სიჭაბუკისა

საოცარია როგორი ახლობელი შეიძლება გახდეს მწერალი,როდესაც იგი თავის ცხოვრებას თავად აგიღწერს, გიყვება მის გატაცებებზე, გახედებს მის სულში-სწორედ ასეთია რაბინდრანათ თაგორის “დღენი ჩემი სიჭაბუკისა”, რომელიც ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია,მაგრამ შეიძლება აღიქვა ისე,როგორც ერთი საინტერესო ბიჭუნას ისტორია. თაგორი აგვიღწერს მის სახლ-კარს,საცხოვრებელ მიდამოს, მშობლებს და იმ სამყაროს, სადაც იგი ცხოვრობდა.  თავისივე მონათხრობიდან ჩანს,რომ თაგორი პატარაობიდანვე გამოირჩეოდა სხვა ბავშვებისგან. კითხულობდა წიგნებს,ეცნობოდა პოეზიას და ცდილობდა ყოველმხრივ განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო. პოეზიასთან გაცნობის შემდეგ,თავად გაუჩნდა სურვილი,რომ ლექსები ეწერა  და დიდი მონდომებით შეუდგა ამ საქმეს. საკუთარ ლექსებს კი მშობლებსა და ნაცნობებს უზიარებდა. ლექსებთან ერთად სიმღერების წერაც დაიწყო.გასაოცარი ისიც იყო,რომ იგი ამ ყველაფერს ბენგალურ ენაზე წერდა,რომელიც საკმაოდ რთულია და დღესდღეობით ცოტა თუ საუბრობს ამ ენაზე,მაგრამ მან მონდომებით ყველაფერი შეძლო.

ამ ყველაფერთან ერთად ავტორი გვესაუბრება მშობლებზე. იგი საინტერესოდ აგვიღწერს მამას და მის დამოკიდებულებას მამის მიმართ. ჩანს,რომ მამას სურდა შვილები დამოუკიდებელ,სრულფასოვან ადამიანებად ჩამოყალიბებულიყვნენ. ყველაზე დასაფასებელი თვისება,რაც მე მასში აღმოვაჩინე ის იყო,რომ შვილებს არასოდეს უკარგავდა იმედს,არასოდეს ეუბნებოდა ვერ შესძლებო. ამიტომაც იყო დაინტერესებული თაგორის გატაცებებითა და აღმოჩენებით. იგი მუდამ გატაცებით უსმენდა შვილს, აღიქვამდა როგორც ზრდასრულ ადამიანს. თაგორი ცოტას თუ საუბორბს დედაზე. მასზე მაშინ გვესაუბრება,როცა იგი გარდაიცვლება. “უეცრად უჩვეულო სეცდა მომაწვა გულზე,რადგან გავიფიქრე,რომ დედა უკან აღარასდროს დაბრუნდებოდა და თავის ჩვეულებრივ ადგილს ვეღარ დაიჭერდა ჩვენს შინაურ ცხოვრებაში.”

არც ერთი ჭრილობა დიდ ხანს არ რჩება, მით უფრო ბავშვობაში. ერთხელ კი სიკვდილის მიერ მოყენებული პირველი კვალი სრულიად გაქრა და აჩრდილს დაემსგავსა. თაგორი მხოლოდ ზრდასრულ ასაკში აცნობიერებს თუ რა დიდი ტრაგედია სიკვდილი თითოეული ადამიანისათვის. იგი ამბობს,რომ ოცდაოთხი წლის ასაკიდან სიკვდილი მისი მუდმივი ნაცნობი გახდა. “ბავშვის უზრუნველი ბუნება ადვილად ივიწყებს ყოველგვარ უბედურებას,მაგრამ მოზრდილი ადამიანი ასე ადვილად ვერ გაექცევა სევდას და ეს საბედისწერო დარტყმები მთლიანად ჩემს გულს ხვდებოდა”

იგი აგვიღწერს სიკვდილს,იმდენად ტაგიკულად,რომ წარმოუდგენელია თითოეული ჩვენთაგანის გულში  არ შეაღწიოს. მეც არ შემიძლია საკუთარი ენით გამოვხატო ჩემი გრძნობები,ამიტომ მინდა,რომ თქვენც გაგიზიაროთ თაგორის ტრაგედია.

მანამდე ფიქრადაც არ მომდიოდა,რომ ბედნიერებისა და უბედურების უწყვეტ ჯაჭვში შეიძლება არსებობდეს ცარიელი ადგილები. ამიტომაც ამ ცხოვრებას აღვიქვამდი როგორც მთლიანსა და განუყოფელს. და როდესაც უეცრად თავს დამტყდარმა სიკვდილმა ამ თითქოს მთლიან ქსოვილში გაჭრა ნაპრალი,დავიბენი. ყველაფერი ძველებურად დარჩა:ხე,წყალი.მიწა,მზე,მთვარე,ვარსკვლავები,დარჩა ისევე,როგორც იყო,მაგრამ ადამიანი,რომელიც ასვე არსებობდა,ადამიანი,რომელთანაც სულითა და ხორცით დაკავშირებული ვიყავი,გაქრა,ვით ლანდი. ირგვლივ ყველაფერი ყალბად, ცრუდ  და შეუსაბამოდ მეჩვენებოდა! როგორ შემეძლო , შემეთვისებინა ყველაფერი,რაც დარჩა,იმასთან,რაც აღარ იყო? უძირო ბნელეთი დროდადრო ჩემში სადგურებდა და არც დღით,არც ღამით არ მასვენებდა. დროდადრო ვუბრუნდებოდი ერთხელ დავიწყებულ კითხვას და ვცდილობდი გამეგო,რა დარჩა იმის სანაცვლოდ,რაც უკვალოდ გაქრა. ადამიანისთვის არ არსებობს სიცარიელე; რაც არ არსებობს-მოგონილია; რაც მოგონილია,ის სიცრუეა. ამიტომაც ვცდილობთ რითიმე ამოვავსოთ ხოლმე ადგილი,სადაც ვერაფერს ვხედავთ.

თაგორი ბევრს მოგზაურობდა,ხვდებოდა სხვადასხვა სახის ხალხს,ეცნობოდა კულტურას, ლიტერატურას. მას ჰყავდა მეგობრები ბევრად უფროსი მასზე,მაგრამ არც ერთი მათგანი არ აღიქვამდა როგორც ბავშვს. ყველა ხვდებოდა,რომ იგი განსხვავებული იყო.  “ასაკობრივ სხვაობას აზრებსა თუ გრძნობების ურთიერთგაგებაში არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა”

თაგორს ძლიერ უყვარდა მუსიკა. ჩემზე ასევე განსაკუთებული შტაბეჭდილება მოახდინა მის მიერ აღწერილმა გრძნობებმა მუსიკის მიმართ.

ვიგრძენი,რომ ცარიელი სიტყვები ვერასოდეს მიაღწევენ იმ სამყაროს,საითაც მიექანება მელოდია. მელოდიამ ამიხსნა,რომ იდუმალება,რომლის ჩაწვდომასაც ვცდილობდი,ხასხასა მწვანე ჭალებშია მოქარგული, შემოსილია მთვარიანი ღამეების თეთრი დუმილით და უსაზღვრო ჰორიზონტის გამჭვირვალე ლაჟვარდიდან გამოკრთება; რომ ეს არის წყლის,მიწისა და ცის სულიერი იდუმალება.

ერთხელ მას დაევალა სტუდენტებისთვის ლექცია ჩაეტარებინა მუსკის შესახებ. ეს იყო თაგორის პირველი საჯარო გამოსვლა. იგი ცდილობდა გვერდი აევლო ინსტრუმენტული მუსიკისათვის და აეხსნა,რომ ვოკალური მუსიკის მთავარი მიზანია უკეთ ახსნას ის,რის გამოხატვასაც ცდილობს სიტყვა. ლექციის უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა მის მიერ შესრულებული სიმღერები და ბოლოს იგი თავადვე აღიარებს,რომ იმ საღამოს თქმული აზრები ყალბი აღმოჩნდა. იგი მიხვდა,რომ “ტექსტი სავსებით ვერ გამოხატავს მუსიკის თემას და ზედმეტად ვერ აქცევს მელოდიას,რომელსაც ემსახურება”

  • “მუსიკა თავისთავად ისე მდიდარია,რომ არ სჭირდება სიტყვის სამსახური. უფრო მეტიც,სწორედ იქ არის ძლიერი მუსიკა,სადაც სიტყვას ძალა ელევა. “
  • “გული მეთანაღრება,როცა ჩემი სიმღერები იბეჭდება მელოდიების გარეშე;მაშინ მათ სული აქვთ გამოცლილი”

ამ წიგნით მე ძალიან კარგად გავიცანი თაგორი,მისი ბუნება,შინაგანი სამყარო. კითხვის დროს ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა თითქოს იგი სადღაც ჩემთან ახლოს იყო და პირადად მე მიყვებოდა თავისი ცხოვრების ისტორიას. ერთი შეხედვით მარტივი ენით აქვს დაწერილი,მაგრამ ამ სიმარტივეში იმდენი სიბრძნე დევს,რომ სურვილი გიჩნდება თითოეული ამოიწერო და შენს გონებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდო.

“ამგვარად,მე მოგიყვანე ჩემი გულის კარიბჭემდე და აქ გეთხოვები, მკითხველო!”

Advertisements

2 thoughts on “დღენი ჩემი სიჭაბუკისა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s