როცა რაღაც შენზე მაღლა მდგომი ეხება შენი სულის უაღრესად მგრძნობიარე წერტილს და ცრემლები გისველებს ლოყებს,მაშინ გრძნობ,რომ ადამიანი ხარ. როცა ლამაზი მელოდია გაგიტაცებს,უსასრულოდ და თითქოს შენ სხვა ხარ. სხეული კანკალს იწყებს და უძლურდება, შენ კი გსიამოვნებს,რადგან ხვდები,რომ ადამიანად დაიბადე. ჰო ადამიანი ხარ..
-რატომ არის ადამიანად ყოფნა ასე ძვირფასი?
-რატომ? ამას ასე ადვილად ვერ ავხსნი.. როგორ მინდა შენც გამოცადო ადამიანად ყოფნის სევდა.
-სევდა..
-ჰო,სევდა.. ვერ ჩასწვდები,ნუღარც იფიქრებ ამაზე.
-მაინც რატომ? რატომ იბრძვით ადამიანობისთვის?
-ადამიანი-ამ სიტყვაში მთელი უსასრულობაა მოქცეული. იმდენად ღრმაა მისი მნიშვნელობა,რომ ჩასწვდები თუ არა ყველაფერს აზრი დაეკარგება. ამ სიტყვას მუდამ სასიამოვნო იდუმალება დასდევს თან,თითქოს გეშინია შენი ჩარევით არ შებღალო იგი.
-სიცოცხლე რაღაა?
-ჰმ.. ამას ჩემი პასუხი არ სჭირდება. შეიძლება ჩოხელის სიტყვებით გიპასუხო?
-ბრძანეთ..
-“სიცოცხლე სევდა არის,ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა”… და როგორც ყოველთვის შენ ქრები,მიდიხარ სადღაც შორს. ისე,რომ ერთ სიტყვასაც არ მეტყვი. მაინც რას ფიქრობ? სწორად გაგეცი პასუხი?
Reblogged this on forever young and commented:
ძალიან მომეწონა და უნდა მოვიპარო რა
მიხარია,რომ მოგწონს ❤
მარიიიიამმმ, ძალიან მაგარი გოგო ხარ !!! ♥
ანა, როგორ გამახარებ ხოლმე ❤ დიდი მადლობა :*
როგორ მომეწონა ❤