შორს..

გაზაფხული და ისევ გაზაფხული.. ყველაფერი სხვანაირი გახდა ჩემს ცხოვრებაში. ვუყურებ ცას და ბედნიერი ვარ,რომ ის ლურჯია და არა ნაცრისფერი. მზის სხივებს სახეს ვუშვერ და ვტკბები მისი სითბოთი…

დილით ჩიტების ჟღურტულმა გამაღვიძა. წამოვდექი და ფანჯარა გამოვაღე.. ირგვლივ  გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა, ლამაზი სიწყნარი იყო ისეთი მე,რომ მიყვარს. ვფიქრობდი რა კარგია ცხოვრება და როგორ მიხარია,რომ ამ ქვეყანაზე გავჩნდი, რომ შემიძლია შევიგრძნო ყვავილების,ხილის სურნელი, დავინახო ბუნების სილამაზე, მოვისმინო სასიამოვნო ხმები. ამის წარმოდგენაც კი კმარა,რომ ხასიათი გამომიკეთდეს და მივხვდე,რომ ბედნიერი ვარ.

თბილ და მზიან ამიდნებთან ერთად გამიჩნდა სურვილი სადმე ქალაქისგან შორს წავიდე და ვიყო იქ მანამ სანამ არ მომბეზრდება. მინდა ირგვლივ სიწყნარე,სიმშვიდე და ლამაზი ბუნება იყოს. დავტკბებოდი თითოეული წუთით. ვირბენდი.. ძალიან ბევრს ვირბენდი მწვანე მდელოზე. ბოლოს კი მიწაზე დავწვებოდი, ავხედავდი ცას.. ვიქნებოდი ასე, ასე უბრალოდ ბედნიერად. ადამიანს,ხომ წვრილმანებიც აბედნიერებს.

ადამიანს მხოლოდ წვრლმანები ამშვიდებს. წყალი,სუნთქვა,საღამოს წვიმა.ვინც მარტოა,მხოლოდ ის გაიგებს ამას. სხეული მადლიერია წყლისა.მუქ ძარღვებში მოჩუხჩუხე მსუბუქი სისხლი. დასვენება მდელოზე, არყის ხეები, ზაფხულის თეთრი ღრუბლები. _  რემარკი “ტრიუმფალური თაღი”

 

 

 

 

 

Advertisements

2 thoughts on “შორს..

  1. ადამიანს მხოლოდ წვრლმანები ამშვიდებს. წყალი,სუნთქვა,საღამოს წვიმა.ვინც მარტოა,მხოლოდ ის გაიგებს ამას. სხეული მადლიერია წყლისა.მუქ ძარღვებში მოჩუხჩუხე მსუბუქი სისხლი. დასვენება მდელოზე, არყის ხეები, ზაფხულის თეთრი ღრუბლები. ♥ ♥ ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s