ამონარიდი…

-შენ,პატარა ცეცხლო, ფატა-მორგანავ, სახევ, ეგზომ უცნაური ძალაუფლება რომ მოიპოვე ჩემზე; შენ, ამ პლანეტაზე რომ შემხვდი, სადაც არსებობს ასიათასობით სხვაც უკეთესები, უფრო მშვენიერები, ჭკვიანნი, კეთილნი,ერთგულნი, გონიერნი… შენ, ერთხელ,ღამით, ბედის მიერ ჩემთვისს დაგდებულო ცხოვრების გზაზე,უფლებამოსილო სიყვარულო, ჩემს ცხოვრებაში გაშმაგებით შემოჭრილო,სიზმრად კანში შეჭრილო; შენ, არაფერი რომ არ იცი ჩემზე, იმის გარდა,რომ წინააღმდეგობას გიწევ, და სწორედ ამის გამო მოისწრაფვი ჩემკენ…. როგორც კი წინააღმდეგობის გაწევა შევწყვიტე, მაშინვე განიზრახე გზის გაგრძელება, სალამი შენდა! აგერ, აქა ვდგავარ, თუმცა მეგონა,რომ ასე აღარასოდეს დავდგებოდი. წვიმამ შეაღწია ჩემს პერანგში . იგი შენს ხელებზე, შენს კანზე უფრო თბილი,გრილი და რბილია… აი ვდგავარ აქ, მე, საცოდავი, და ეჭვის კლანჭები შიგნეულს მისერავს; მე მინდიხარ და მძაგხარ, აღტაცეული ვარ შენით და გაღმერთებ,რადგან შენ ერთმა ისროლე მეხი და აანთე ჩემი გული, მესროლე ელვა ყოველ წიაღში დაფარული. მან შემინთო სიცოცხლის ნაპერწკალი, შავი ცეცხლი. მე ვდგავარ აქ, გაჟღენთილი უბადრუკი სარკაზმითა და მცირეოდენი უმწეო სიმამაცით,აღარ მზარავს განურჩევლობის სუსხი. მე ისევ ცოცხალი ვარ- მართალია, ტანჯული,მაგრამ ცხოვრების ყველა ქარიშხალთან შესახვედრად ხელახლა მზადმყოფი, ხელახლა მოხვედრილი მისი ძალაუფლების ქვეშ! დაილოცე, თვათმაქცო მადონავ, რუმინული აქცენტით მეტყველო ნიკევ! შენ ოცნება და მაცდურობა ხარ, სარკე,რომელიღაც ბნელი ღვთაების ხელით დამსხვრეული…. მიიღე ჩემი მადლობა, უცოდველო! არასოდეს არაფერში გამოგიტყდები,რადგან იმავე წამს ყველაფერს შენს სასარგებლოდ აქცევ. მაგრამ შენ დამიბრუნე ის, რისი დაბრუნებაც ვერ შეძლო ვერც პლატონმა, ვერც ქრიზანთემებმა, ვერც გაქცევამ, ვერც თავისუფლებამ, ვერც ქვეყნიერების მთელმა პოეზიამ, ვერც თანაგრძნობამ, ვერც სასოწარკვეთილებამ, ვერც უზენაესმა და ყოვლისმომთმენმა იმედმა- შენ დამიბრუნე სიცოცხლე, უბრალო, ძლიერი სიცოცხლე,რაც დანაშაულად მიმაჩნდა ორ კატასტროფას შორის არსებულ მძიმე ხანაში! სალამი შენ! მადლობელი ვარ! უნდა დამეკარგე,რათა ეს გამეგო! სალამი შენ!.. — ერიხ მარია რემარკი “ტრიუმფალური თაღი”

პ.ს უბრალოდ მინდოდა,რომ ეს ლამაზი სიტყვები ჩემს ბლოგზეც აღბეჭდილიყო..  

შორს..

გაზაფხული და ისევ გაზაფხული.. ყველაფერი სხვანაირი გახდა ჩემს ცხოვრებაში. ვუყურებ ცას და ბედნიერი ვარ,რომ ის ლურჯია და არა ნაცრისფერი. მზის სხივებს სახეს ვუშვერ და ვტკბები მისი სითბოთი…

დილით ჩიტების ჟღურტულმა გამაღვიძა. წამოვდექი და ფანჯარა გამოვაღე.. ირგვლივ  გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა, ლამაზი სიწყნარი იყო ისეთი მე,რომ მიყვარს. ვფიქრობდი რა კარგია ცხოვრება და როგორ მიხარია,რომ ამ ქვეყანაზე გავჩნდი, რომ შემიძლია შევიგრძნო ყვავილების,ხილის სურნელი, დავინახო ბუნების სილამაზე, მოვისმინო სასიამოვნო ხმები. ამის წარმოდგენაც კი კმარა,რომ ხასიათი გამომიკეთდეს და მივხვდე,რომ ბედნიერი ვარ.

თბილ და მზიან ამიდნებთან ერთად გამიჩნდა სურვილი სადმე ქალაქისგან შორს წავიდე და ვიყო იქ მანამ სანამ არ მომბეზრდება. მინდა ირგვლივ სიწყნარე,სიმშვიდე და ლამაზი ბუნება იყოს. დავტკბებოდი თითოეული წუთით. ვირბენდი.. ძალიან ბევრს ვირბენდი მწვანე მდელოზე. ბოლოს კი მიწაზე დავწვებოდი, ავხედავდი ცას.. ვიქნებოდი ასე, ასე უბრალოდ ბედნიერად. ადამიანს,ხომ წვრილმანებიც აბედნიერებს.

ადამიანს მხოლოდ წვრლმანები ამშვიდებს. წყალი,სუნთქვა,საღამოს წვიმა.ვინც მარტოა,მხოლოდ ის გაიგებს ამას. სხეული მადლიერია წყლისა.მუქ ძარღვებში მოჩუხჩუხე მსუბუქი სისხლი. დასვენება მდელოზე, არყის ხეები, ზაფხულის თეთრი ღრუბლები. _  რემარკი “ტრიუმფალური თაღი”

Continue reading