წლებთან ერთად

წლები და ისევ წლები.. წლებთან ერთად ყველაფერი იცვლება, შენი ცხოვრება სხვა გზით მიდის. ისეთი აღარ არის როგორიც ადრე იყო. აღარც შენ ხარ ის.

ბოლო დროს მგონებებმა შემომიტია. ვიხსენებ ამბებს,რომლებიც ერთ დროს მოხდა და აღარასოდეს მოხდება. მახსენდება რა სასაცილო ბავშვი ვიყავი  5-6 წლის წინ. ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებდი და არც სადარდებელი მქონდა. წლებთან ერთად ვგრძნობ როგორ ვიზრდები,ჩემი შეხედულებები იცვლება, იცვლება ჩემი გემოვნებაც და ადრინდელი მე უკვე წარსულშია. არც არასოდეს დაბრუნდება..  გული მტკივა როცა ამაზე ვფიქრობ. ვგრძნობ ჩემს გარშემო როგორ იცვლება ყველა ისევე როგორც მე. ყველა თავისი გზით მიდის. გული მტკივა როცა წარმოვიდგენ,რომ ის დრო როცა სახლიდან მივდივარ და დედა ფანჯრიდან ხელს მიქნევს, მიყურებს მანამ სანამ თვალს არ მივეფარები აღარ იქნება,დარჩება მხოლოდ მოგონებები. ბავშვობა წლებთან ერთად მიფრინავს იქ საიდანაც ვერასდროს  დაბრუნდება. ამიტომ დავიწყე დღიურის წერა, სადაც ვცდილობ ყველაფერი ჩავწერო, იმისთვის,რომ მოხუცმა მემ წაიკითხოს და გაიხსენოს ძველი დრო,წარსული, მოიგონოს რა კარგი ბავშვობა ჰქონდა,როგორ ერთობოდა, რა სადარდებელი ჰქონდა,რა უხაროდა. ვიცი ამ ყველაფრის შემდეგ სევდა შემოაწვება,ალბათ იტირებს კიდეც, მაგრამ მინდა,რომ ბავშვობა ფურცლებზე მაინც შემორჩეს,რომელსაც სათუთად შევინახავ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ადრე ფეხბურთს ვთამაშობდი, კარში დგომა მიყვარდა, მთელი დღე ეზოში ვიყავი სანამ დედა ძალით არ წამიყვანდა, მეგონა ,რომ თოჯინები ღამით ცოცხლდებოდნენ და ლაპარაკს იწყებდნენ. მახსენდება როგორ ვტიროდი როცა ჩემზე უფროსები არ მათამაშებდნენ და სასეირნოდ არ მივყავდი არადა ყოველთვის ამაზე ვოცნებობდი. ბავშვები ღამით გამოვდიოდით და “შეშინობანას” ვთამაშობდით (ჩვენ ასე დავარქვით) დაძინებეზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ამ დროს გახსენებისას ყოველთვის მეღიმება.. მგონებები და ისევ მოგონებები- მოვა დრო,როცა მხოლოდ ისინი შემოგვრჩება.. მოგონებები ყველას გვაქვს და მუდამ გვექნება.

წლებთან ერთად ყველაფერი იცვლება, წლებს ჩვენი ბავშვობა მიაქვს…

Advertisements

One thought on “წლებთან ერთად

  1. მომენატრა რა ძველი დრო((( სულ გარეთ ვიყავით ბავშვები, არც კომპიუტერი იყო მაშინ და.. 😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s