სამოსელი პირველი

პოსტის წერა არც კი ვიცი რითი დავიწყო. მე ხომ გურამ დოჩანაშვლის “სამოსელ პირველზე” უნდა დავწერო.

წიგნის კითხვა ზაფხულში დავიწყე. მაშინ როცა ვერცერთ წიგნს ვერ დავუდე გული. არა იმიტომ არა,რომ არ მომწონდა. ალბათ იმიტომ,რომ იმ პერიოდში არ მინდოდა წიგნის კითხვა. ხან რომელ წიგნს ვიღებდი ხან რომელს. ბოლოს ჩემი ცქერით დაღლილმა დედამ გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი” მირჩია. მეც დავუჯერე. ყოველთვის ვითვალისწინებ მის ნათქვამს ამა თუ იმ წიგნზე. უნდა ვაღიარო წიგნის კითხვას დიდი დრო მოვანდომე.. ნელა ვკითხულობდი,თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.

კითხვის დროს მთლიანად წიგნის სამყაროში შევედი და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დავფრინავდი. “სამოსელი პირველი” გურამ დოჩანაშვილმა უამრავი ბრძნული ფრაზით დატვირთა. ამ წიგნს შეიძლება “ცხოვრების წიგნი” ვუწოდოთ. მასში უამრავი ცხოვრებისეული ისტორიაა გადმოცემული.

ავტორი გვაჩვენებს თუ როგორია ცხოვრება და როგორ შეუძლია მას ადამიანის შეცვლა. დოჩანაშვილმა ადამიანის ნამდვილი სახე დაგვანახა . ამასთან ერთად წიგნში დიდსულოვანი,კეთილი,განათლებული პერსონაჟები გვხვდება. მათი დიდსულოვნებით აღფრთოვანებული ვარ და გული მწყდება,რომ ასეთი ადამიანები იშვიათად თუ შეგვხვდება რეალურ ცხოვრებაში.

წიგნის მთავარი პერსონაჟი ახლაგაზრდა ყმაწვილი დომენიკოა,რომელიც გაოცებული რჩება ერთი ლტოლვილის მონათხრობი ამბებით. იგი გადაწყვეტს დატოვოს თავისი მშობლიური სოფელიი და სამოგზაუროდ წავიდეს.  დომენიკო ერთი ქალაქიდან მეორეში გადადის. ჯერ ლამაზი ქალაქი,მერე კამორა და კანუდოსი. მოგზაურობის მანძილზე იგი სხვადასხვა სახის ადამიანებს ხვდება. წიგნი დომენიკოს თვალით დანახულ ცხოვრებაზეა.

“სამოსელი პირველი” ცოტა არ იყოს უცნაური სტილით არის დაწერილი,რომელიც ასე ძალიან მიზიდავს. მოთხრობის ბოლომდე ვერ გაიგებ რატომ ჰქვია ამ წიგნს “სამოსელი პირველი.” ეს უკვე ფინალში ჩანს.საკმაოდ რთული წასაკითხი წიგნია(ამას ყველა ამბობს) ერთმა ისიც კი მითხრა იმდენად რთული წიგნია ბოლომდე არც კი წავიკითხეო. მიხარია,რომ წიგნის აზრი გავიგე და მივხვდი  რისი თქმა უნდოდა მწერალს. უფრო მეტად შემიყვარდა დოჩანაშვილი..

  სიკვდილი რომ არ იყოს აღარ იქნებოდა ამ ქვეყნად გულადი და ლაჩარი,მდიდარი და მონა,თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა სიკვდილი რომ არ იყოს.არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა,მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ.არც ოსტატური სიტყვა-პასუხი,არც ვისიმე შიში გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი,არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით,ვიღა გაგვარჩევდა სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარეფერი არ იქნებოდა.ახლა კი ახლა,სიკვდილი რომ არის სიცოცხლე-სიცოცხლეა,მაშინ კი მერწმუნეთ,დამიჯერეთ,თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა,აღარაფერი,ჰეე სიკვდილი რომ არ იყოს…

             “ვეღარ მოითმინა , განზე მიაბრუნა თავი და  დაუღრიალა:
              –ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეთ?!
              მაშინვე მშვიდად უპასუხეს:
              –ადამიანი რომ გყვარებოდა!!”

ერთხანს შორიშორ იდგნენ და ოდნავი შერხევისაც ი ეშონოდათ,რადგან აშკარად გრძნობდნენ,გატრუნულნი,როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური,მჩხვლეტავი მცენარე-სიყვარულის კაქტუსი.

             “სევდანარევი ბედნიერება ეს თბილი ალი-თვით სულს ათბობდა.”

გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველის” წაკითხვის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა,რომ უფრო მეტად შემიყვარდა ადამიანი,ცხოვრება და ბუნება. 

Advertisements

3 thoughts on “სამოსელი პირველი

  1. აიი მრცხვენია რომ წაკითხული არ მაქვს.. სულ რამდენჯერაც მომინდა ხან რომელმა წიგნმა ჩამითრია და ხან რომელმა… აუცილებლად წავიკითხავ უახლოეს მომავალში..

    P.S. მარიამ კარგად გეხერხება წიგნებზე წერა და ანალიზი.. ეს არამარტო ამ პოსტმა არამედ მარტინ იდენზე დაწერილმა პოსტმაც დამანახა, ყოჩაღ : ) ❤

    • სალომე ძალიან დიდი მადლობა!!!! :* :* :* :*
      წაიკითხე აუცილებლად. ვიცი,რომ შენ მოგეწონება. 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s