ქაღალდის თვითმფრინავები

ხშირად მიფიქრია მწერლობაზე… მიფიქრია როგორი კარგია როცა შენ თვითონ წერ რაიმეს,გყავს პერსონაჟები ისეთი როგორიც გსურს და ისტორიაც ზუსტად ისე მიექანება როგორც შენ გინდა. მართლაც რომ ძალიან საინტერესოა მწერლობა.. ამას წინად ჟუნალი “ლიტერატურული პალიტრა” ავიღე, დამაინტერესა..  გადავშალე და ერთ საინტერესო მოთხრობას წავაწყდი. ჰო , სახელი “ქაღალდის თვითმფრინავები” და ავტორი ბესო ხვედელიძე. ვიფიქრე მოდი წავიკითხავ თქო. ჰო და დავიწყე კითხვა. მწერლის ჩანაფიქრი ძალიან მომეწონა, განსხვავებულია.

მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ბიჭი და გოგოა. არა სახელები არ აქვთ. მათ არ იციან რა მოელით მოთხრობის დასასრულს. მწერალს კი “იმას” უწოდებენ.

 ამ დილით მეტად უცნაურ ხასიათზე გაეღვიძა.ძილს თითქოს ბოლომდე დაეცალა სურვილებისგან.არც საუზმე გახსენებია,წყურვილიც არ უგრძნია,რაც ხელში მოხვდა ის გადაიცვა.თეთრი ხელჩანთა იღლიაში ამოიჩრა და გარეთ კისრისტეხით გავარდა.ფეხები თავისით მიაქანებდნენ.გამვლელები გზიდან ეცლებოდნენ და თვალს გაკვირვებით აყოლებდნენ.არც მისთვის მიუქცევია ყურადღება.კინოთეატრის ფოიეში ხმაურით შეპაკუნდა.ბილეთის აღებაზე არც უფიქრია,ისე შევარდა დარბაზში.დილის სეანსი გადიოდა.გეზი ბოლო რიგისკენ აიღო.მიუჩვეველ სიბნელეს ხელისცეცებით იკვალავდა.ბოლოში კედელს გადააწყდა,განაპირ სკამზე დაეშვა და ეკრანს მზერა გაუსწორა”

ეს გოგოა,რომელიც მწერალმა კინოთეატრისკენ გააქცია.აი კინოთეტრში კი ხვდება ბიჭს,რომლისთვისა იმას ჯერ ზუსტი მონაცემები არ მიუცია. იმაზე საუბრობენ.. მწერალს ისინი კინოთეატრიდან გამოჰყავს… მერე კი რაც თავში მოსდის იმას წერს. ისინიც  მას ემორჩილებიან.

გოგო და ბიჭმა ერთად ლოგინში ამოჰყვეს თავი.იმას ასე უნდოდა და..

უნცაურ ხმებს ისროდა საწოლი ბნელში და სიყვარულის არომატებით სავსე სივრცეს ჭრიალა ფონად გასდევდა.ჭრიალებდა და ჭრიალებდა გაუთავებლად.

-თვითმფრინავები გააკეთა..თვითმფრინავები-ნაწყვეტ-ნაწყვეტ იწყო სიტყვების სროლა ბიჭმა…

-რა თვითმფრინავები?-ვერაფერს მიხვდა გოგო

-ქაღალდის თვითმფრინავები…ქაღალდის ნაწერისგან…ჩვენზე ნაწერისგან…

-ვინ??

-იმან!…იმან!

-მერე?-შიში უკრთოდა ხმაში გოგოს

-მერე აივანზე გავარდა და ფურცლები მთელი ძალით გააფრინა…ოთხივე ფურცელი..

-როგორ?

-როგორ? სხვადასხვა მხარეს.. ერთი აღმოსალეთით,მეორე დასავლეთით,მესამე სამხრეთით, მეოთხე ჩრდილოეთით.. სხვადასხვა მხარეს… ოთხივე..

ჭრიალებდა ლოგინი.

-თვითმფრინავებად?

ჭრიალებდა ლოგნი.

-თვითმფრინავებად..ქაღალდის თვითმფრინავებად… ფარფატებენ… ცაში ფარფატებენ..ნუთუ არ გესმის.. ან ვერა გრძნობ..

ჭრიალებდა ლოგინი.

-კი მაგრამ,ჩვენ?-აღელდა გოგო.

ახალი ბედნიერების სურნელი იდგა ოთახში.

-ვიქნებით სულ აქ,და ასე.-დამარცვლა ბიჭმა…

და სულ ბოლომდე ისინი იქ იყვნენ… “ჭრიალებდა კვლავაც ლოგინი-აუტანლად რიტმულად.” 

                                                                             “კუნაპეტ ბნელში.უშუალოდ და ბოლომდე.”

                                                                             “ჭრიალებდა სამუდამოდ და ჭრიალებდა…” 

ასეთი იყო ბესო ხვედელიძის “ქაღალდის თვითმფრინავები.” მწერალი წერს და წერს..პერსონაჟები კი, ეეჰ პერსონაჟები კი მის ნაჩვენებ გზას მიჰყვებიან…

Advertisements

One thought on “ქაღალდის თვითმფრინავები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s