წიგნი რომელმაც…

ამბობენ წიგნი ადამიანის მეგობარიაო.სანამ პატარა ვიყავი ამ გამონათქვამის აზრი არ მესმოდა.ვფიქრობდი,როგორ შეიძლება წიგნი ადამიანის მეგობარი იყოს მეთქი,მაგრამ მოვიდა დრო როცა წიგნების კითხვა დავიწყე შემიყვარდა იგი.ახლა კი მესმის ამ ფრაზის აზრი,ვხვდები თითოეული მათგანი როგორ მეგობრობას გვიწევს,რამდენ დარიგებას გვაძლევს,როგორ ცდილობს გავარჩიოთ კარგი და ცუდი.

ახლა მინდა ვისაუბრო ჩემთვის საყვარელ წიგნზე,რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა და დამაფიქრა.ეს წიგნი ჯეკ ლონდონის “მარტინ იდეია.” ერთ დღესაც დავიწყე მისი კითხვა.თანდათანობით უფრო ვიძირებოდი,შევდიოდი მის სიღრმეში და უკან გამოსვლა აღარ მსურდა.ვკითხულობდი და თან ვფიქრობდი რამხელა გრძნობებს იტევს ადამიანის გული,რამდენი ტკივილი და სიხარულია მასში.. მარტინ იდენი ამ სახელის წარმოთქმისას  კეთილი,დიდსულოვანი ადამიანი წარმომიდგება თვალწინ,რომელმაც ყველაფერი შეძლო სიყვარულის გამო,რომელიც ცხოვრების სიმწარეს არ დანებდა,ყური არ უგდო მას ვინც სიტყვას “შეუძლებელია” ეტყოდა.მას წერა სურდა,სურდა თავისი გრძნობები ფურცელზე გდმოეტანა,ყველასთვის გაეზიარებინა იგი.. წერდა,ძალიან ბევრს წერდა.რომ თავისი საწადელისთვის მიეღწია,აზროვნებითა და განათლებით თავისი საყვარელი ქალის რუთის შესაფერისი ყოფილიყო,სურდა გამხდარიყო ის ვინც მას მოხიბლავდა,ვინც მის სიყვარულს დაიმსახურებდა…

შეძლო? შეძლო აბა რა.. შეძლო და მერე როგორ.წარმატებისაკენ ისწრაფვოდა,სწავლობდა,კითხულობდა,წერდა,მიშაობდა იმისთვის,რომ რუთთან ბედნიერად ეცხოვრა, მისთვის და მისი საზოგადოებისთვის მისაღები ყოფილიყო. რამდენს ეცადა,ღამით არ ეძინა,კითხულობდა,მისი გონება მომავალზე ფიქრით იყო დაკავებული..

რამდენჯერ დაგწყდა გული მარტინ,როცა შენი ნაწარმოები რედაქტორებმა დაიწუნეს. ვინ იცის რამდენჯერ…

ამასობაში რუთმა მიატოვა,მისგან წავიდა..მარტინის ოცნება გამხდარიყო მწერალი, მხოლოდ ილუზიად ჩათვალა.არავის სჯეროდა მისი,მის წინააღმდეგ დადგნენ,მასზე მაღლა მდგომად თვლიდნენ თავს.

მოვიდა მარტინის დროც..მისი მოთხრობები და წიგნები ელვის სისწრაფით იყიდებოდა.უკვე თხოვდნენ კიდეც რაიმე ახალი დეწერა.სახელი მოიხვეჭა და ცნობილი გახდა. რა არის ხალხი.. ახლა ისინი პატიჟებდნენ სტუმრად,რომლებსაც მარტინ იდენი ერთ დროს არაფრად მიაჩნდათ,დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. რუთმაც კი,რომელმაც დიდი ხნის წინ მიატოვა,მასთან დაბრუნება გადაწყვიტა.სწორედ მაშინ,როცა სახელოვანი და მდიდარი გახდა.მარტინისთვის კი აღარაფერს ნიშნავდა რუთი,მისდამი გრძნობები გაყინვოდა.. წარსულის აჩრდილი გახდა,რომელიც დიდი ხნის  წინ დავიწყა.

დაიღალა ხალხისგან,შურისგან, ანგარებისგან..მიხვდა,რომ ძალიან შეიცვალა,მისი სული ნაღველს მოეცვა,ყველაფერი ერთფეროვანი გახდა,გრძნობები დაკარგა.

გამალებით ეშვებოდა ფსკერისკენ, ძლივსღა ამოძრავებდა ხელებს და ფეხებს.იცოდა ,რომ ღრმად იყო ჩასული

მიბნედილი გონებით გრძნობდა,რომ ეს ჯერ კიდევ არ იყო სიკვდილი.სიკვდილმა ტკივილი არ იცის.ეს სიცოცხლე იყო,სიცოცხლის უკანასკნელი გაბრძოლება,საშინელი სულის შემხუთავი განცდა.უკანასკნელი დარტყმა, რაც მას სიცოცხლემ აგემა.

რაღაცამ დაიგრიალა-გაბმით,ძლიერად და მოეჩვენა თითქოს უშველებელი გაუთავებელი კიბიდან ეშვებოდა,სადღაც ძირს,შორს, წყვდიადში. ეს აშკარად იგრძნო.წყვდიადში ეშვებოდა. და როგორც კი იგრძნო ეს,გონიც დაკარგა.

და იმ წუთიდან მარტინმა დატოვა ეს ცოდვილი სამყარო და სადღაც შორს,შორს გაფრინდა…

ეს არის წიგნი,რომელმაც მასწავლა ვიარო სწრაფად მიზნისკენ და არასოდეს დავნებდე. დამანახა ცხოვრების ორი მხარე..მაჩვენა თუ როგორი სასტიკია იგი, მასწავლა,რომ რაც არ უნდ მოხდეს საკუთარ თავში ვიპოვო სიმტკიცე და გავაგრძელო ვხოვრება..მიუხედავად იმისა,რომ ეს მარტინმა ვერ შეძლო  და რაც მთავარია მითხრა,რომ შეუძლებელი არაფერია.

Advertisements

7 thoughts on “წიგნი რომელმაც…

  1. სახლში მიდევს ეს წიგნი და ცოცხალი თავით ხელს არ ვკიდებ არდადეგებამდე :დდ არადა მკლაავს წაკითხვის სურვილიიი, ყველა რო ამბობს რომ ჩემი საყვარელიი წიიგნიააოო, ისე მაინტერესეებბსს:ს მაგრამ არა, არდადეგებამდე ხელს არ დავაკარებ, უფრო კარგად მინდა გავიაზრო )) :დდ

  2. “გამალებით ეშვებოდა ფსკერისკენ, ძლივსღა ამოძრავებდა ხელებს და ფეხებს.იცოდა ,რომ ღრმად იყო ჩასული

    მიბნედილი გონებით გრძნობდა,რომ ეს ჯერ კიდევ არ იყო სიკვდილი.სიკვდილმა ტკივილი არ იცის.ეს სიცოცხლე იყო,სიცოცხლის უკანასკნელი გაბრძოლება,საშინელი სულის შემხუთავი განცდა.უკანასკნელი დარტყმა, რაც მას სიცოცხლემ აგემა.

    რაღაცამ დაიგრიალა-გაბმით,ძლიერად და მოეჩვენა თითქოს უშველებელი გაუთავებელი კიბიდან ეშვებოდა,სადღაც ძირს,შორს, წყვდიადში. ეს აშკარად იგრძნო.წყვდიადში ეშვებოდა. და როგორც კი იგრძნო ეს,გონიც დაკარგა.”

    ძალიან ბევრჯერ მაქვს ეს ბოლო სტრიქონები ჩაკითხული… :)))
    ყველაზე ლოგიკური დასასრული ჰქონდა მის სიცოცხლეს…
    ალბათ მაართლა აღარ ღირს სიცოცხლე, როდესაც აზრი აღარ აქვს შენს არსებობას და თავი ამოწურე…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s