ძველ დროში

არ ვიცი რატომ,მაგრამ მგონია,რომ ძველი დრო და რატომღაც  ძალიან რომანტიული იყო.ზოგჯერ სურვილი მიჩნდება იმ დროში ვცხოვრობდე.. მაინტერესებს შევძლებდი თუ არა იმდროინდელი ცხოვრების შეგუებას.თუ წინა ცხოვრება არსებობს ალბათ გრაფინია ვიქნებოდი,რომელსაც არაფერი აკლდა. მის სახლში უფრო სწორად საახლეში კი ყოველთვის წვეულება და ჟრიამული იყო… 🙂 მე ხომ ახლაც მიყვარს გართობა.

შეიძლება სულაც არ იყოს რომანტიული.. მაგრამ ჩემი აზრით ის უკვე რომანტიკაა სანთლის შუქზე წიგნს,რომ წაიკითხავ. დიდგვაროვნებს კი უზარმაზარი ბიბლოითეკა ჰქონდათ უამრავი საინტერესო წიგნებით.ნეტავ მაშინ რა წიგნებს კითხულობდნენ…იმ წიგნების უმეტესობა ახლა ხომ განადგურებულია.მოხიბლული ვარ მათი ჩაცმულობით.მდიდრული კაბები,რომლის ჩაცმას ალბათ დიდ დროს უნდებოდნენ.მიზიდავს უამრავი სანთლით განათებული სასახლეები…

გამიხარდა როცა გავიგე,რომ იტალიაში კერძოდ კი ვენეციაში,არის ერთი სასახლე სადაც შეგიძლია დარჩე რამდენიმე დღის განმავლობაში,მაგრამ ტოვებ იმ ნივთებს,რომელიც არ შეესაბამება ძველ დროს.. ამის შემდეგ შენ იცვამ როგორც ადრე იცვამდნენ და იწყებ ცხოვრებას ამ სასახლეში,მაგრამ რამდენიმე დღით.საინტერესოა არა?სამწუხაროა,მაგრამ სასახლის სახელი ვერაფრით ვერ გავიხსენე.იმედია მამაჩემი დამეხმარება გახსენებაში.

ერთი მიზეზი იმისა,რომ ძველი დრო მომწონს სასიყვარულო რომანებია.მიყვარს შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარი,”მაინ რიდის “თეთრი თათმანი,” “კვარტერონი,” “უთავო მხედარი”.. თითოეულში უსაზღვრო სიყვარულია აღწერილი.ძალიან მინდა,რომ მეც ისე ვუყვარდე ვინმეს როგორც  ჯეინ ეარი უყვარდათ. მინდა გავგო როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება XVII-XVIII საუკუნეებში. დროის მანქანა რომ არსებობდეს აუცილებლად ვიმოგზაურებდო დროში. ოდესმე ამისრულდება ეს სურვილი?? ჰმ..ვინ იცის…

P.S ველოდები დრიოის მანქანის გამოგონებას..  

 

 

 

Advertisements

6 thoughts on “ძველ დროში

  1. მაპატიე შემოჭრა, მაგრამ მინდოდა ჩემი აზრი დამეფიქსირებინა… შეიძლება მწარედ ვცდებოდა, მაგრამ რატომღაც მგონია, ჯეინ ეარს უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე ის უყვარდათ…
    P.S. ძველი დროის პერსონაჟები საოცრად რომანტიულები რომ არიან, გეთანხმები : ))

    • მე კი მგონია,რომ ორივეს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.. 🙂 თუმცა რა ვიცი შეიძლება ეგრეც იყოს..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s