სამოსელი პირველი

პოსტის წერა არც კი ვიცი რითი დავიწყო. მე ხომ გურამ დოჩანაშვლის “სამოსელ პირველზე” უნდა დავწერო.

წიგნის კითხვა ზაფხულში დავიწყე. მაშინ როცა ვერცერთ წიგნს ვერ დავუდე გული. არა იმიტომ არა,რომ არ მომწონდა. ალბათ იმიტომ,რომ იმ პერიოდში არ მინდოდა წიგნის კითხვა. ხან რომელ წიგნს ვიღებდი ხან რომელს. ბოლოს ჩემი ცქერით დაღლილმა დედამ გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი” მირჩია. მეც დავუჯერე. ყოველთვის ვითვალისწინებ მის ნათქვამს ამა თუ იმ წიგნზე. უნდა ვაღიარო წიგნის კითხვას დიდი დრო მოვანდომე.. ნელა ვკითხულობდი,თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.

კითხვის დროს მთლიანად წიგნის სამყაროში შევედი და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დავფრინავდი. “სამოსელი პირველი” გურამ დოჩანაშვილმა უამრავი ბრძნული ფრაზით დატვირთა. ამ წიგნს შეიძლება “ცხოვრების წიგნი” ვუწოდოთ. მასში უამრავი ცხოვრებისეული ისტორიაა გადმოცემული.

ავტორი გვაჩვენებს თუ როგორია ცხოვრება და როგორ შეუძლია მას ადამიანის შეცვლა. დოჩანაშვილმა ადამიანის ნამდვილი სახე დაგვანახა . ამასთან ერთად წიგნში დიდსულოვანი,კეთილი,განათლებული პერსონაჟები გვხვდება. მათი დიდსულოვნებით აღფრთოვანებული ვარ და გული მწყდება,რომ ასეთი ადამიანები იშვიათად თუ შეგვხვდება რეალურ ცხოვრებაში.

წიგნის მთავარი პერსონაჟი ახლაგაზრდა ყმაწვილი დომენიკოა,რომელიც გაოცებული რჩება ერთი ლტოლვილის მონათხრობი ამბებით. იგი გადაწყვეტს დატოვოს თავისი მშობლიური სოფელიი და სამოგზაუროდ წავიდეს.  დომენიკო ერთი ქალაქიდან მეორეში გადადის. ჯერ ლამაზი ქალაქი,მერე კამორა და კანუდოსი. მოგზაურობის მანძილზე იგი სხვადასხვა სახის ადამიანებს ხვდება. წიგნი დომენიკოს თვალით დანახულ ცხოვრებაზეა.

Continue reading

ფიქრები და ოცნებები…

ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ.. მინდა,რომ ყველაფერი სხვნაირად იყოს.დამღალა თბილისის საშინელმა ხმაურმა,დამღალა ზამთარმა და მინდა,რომ მალე მოვიდეს გაზაფხული.მალე აყვავდეს ხეები და ის განწყობა მქონდეს,რომელზეც უკვე დიდი ხანია ვოცნებობ. მინდა წავიდე ლამაზ და მყუდრო ადგილას სადაც მხოლოდ მე და წიგნები ვიქნებით. მთეელ დღეებს ფიქრში და წიგნების კითხვაში გავატარებდი.სასურველია ახლოს ზღვა იყოს,რომლის სილამაზეც დამატკბობს და სასიამოვნო განწყობაზე დამაყენებს. მომენატრა გაზაფხულის გრძელი და გადაუღებელი წვიმები..წვიმის ხმა მომენატრა,რომელიც ასე მატკბობდა ძილის წინ. გამუდბებით ვფიქრობ გაზაფხულის ლამაზ საღამოზე.. სულ სხვანაირ საღამოზე. 

მინდა ყველგან მუსიკა დამყვებოდეს და არასოდეს მშორდებოდეს. ახლა როცა ჩემი მობილური გაფუჭდა,რომელიც ასე მართობდა მიწევს ავტობუსის საშინელი ხმა მოვისმინო,მაშინ როდესაც  მუსიკას უნდა ვუსმენდე. უკვე ძნელია აიტანო ამდენი გაკვეთილი,გადავიღალე თითოეულის დამთავრების ლოდინში… აღარ მინდა მციოდეს, და სიცივისგან შუბლს ვჭმუხნიდე.

მომენატრა ჩემი საყვარელი ადგილი,რომელსაც ზაფხულში ხშირად ვსტუმრობდი.. სადაც არავინ შეგაწუხებს. ირგვლივ მხოლოდ სილამაზე გაკრავს.. შენ მხოლოდ იფიქრე და უცქირე ლამაზ ბუნებას.ხელს კი არავინ შეგიშლის. დაახლოებით ასეთია

ვეღარ ვხედავ ბედნიერ სახეებს. თითქოს ყველამ ერთად მოიწყინაო. ყველა მუქ ფერებშია ჩაცმული რაც განწყობას კიდევ უფრო მიმძიმებს. რა სჯობია ნათელ ფერებს.. რა სჯობია გაზაფხულს. 

ქუჩაში არავინაა.. ცივა და სიცივემ ყველას განწყობა მოუსპო. ყველა სახლებს მიაჯაჭვა. სიცივემ ხალისი დაუკარგა ყველაფერს. მხოლოდ ერთი მოხუცი კაცი მხვდება თითქმის ყოველდღე.. მარტო სეირნობს სევდიანი თვალებით. მე გავუღიმებ და ვეტყვი “გამარჯობა,” ის კი ნაღვლიანად გამიღიმებს და იგივეთი მიპასუხებს. რა დამაფიქრებელია მისი თვალები… როგორ მინდა გავიგო რა უდევს გულში.. ერთადერთი,რომელიც სიცივეს არ შეუშინდა. სეირნობს და ამით ბედნიერია.

მე კი გაზაფხულის მოლოდინში მცივა ზამთარში..

და გაზაფხულიც ნელა მოიწევს ამ გზაზე… 

ქაღალდის თვითმფრინავები

ხშირად მიფიქრია მწერლობაზე… მიფიქრია როგორი კარგია როცა შენ თვითონ წერ რაიმეს,გყავს პერსონაჟები ისეთი როგორიც გსურს და ისტორიაც ზუსტად ისე მიექანება როგორც შენ გინდა. მართლაც რომ ძალიან საინტერესოა მწერლობა.. ამას წინად ჟუნალი “ლიტერატურული პალიტრა” ავიღე, დამაინტერესა..  გადავშალე და ერთ საინტერესო მოთხრობას წავაწყდი. ჰო , სახელი “ქაღალდის თვითმფრინავები” და ავტორი ბესო ხვედელიძე. ვიფიქრე მოდი წავიკითხავ თქო. ჰო და დავიწყე კითხვა. მწერლის ჩანაფიქრი ძალიან მომეწონა, განსხვავებულია.

მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ბიჭი და გოგოა. არა სახელები არ აქვთ. მათ არ იციან რა მოელით მოთხრობის დასასრულს. მწერალს კი “იმას” უწოდებენ.

 ამ დილით მეტად უცნაურ ხასიათზე გაეღვიძა.ძილს თითქოს ბოლომდე დაეცალა სურვილებისგან.არც საუზმე გახსენებია,წყურვილიც არ უგრძნია,რაც ხელში მოხვდა ის გადაიცვა.თეთრი ხელჩანთა იღლიაში ამოიჩრა და გარეთ კისრისტეხით გავარდა.ფეხები თავისით მიაქანებდნენ.გამვლელები გზიდან ეცლებოდნენ და თვალს გაკვირვებით აყოლებდნენ.არც მისთვის მიუქცევია ყურადღება.კინოთეატრის ფოიეში ხმაურით შეპაკუნდა.ბილეთის აღებაზე არც უფიქრია,ისე შევარდა დარბაზში.დილის სეანსი გადიოდა.გეზი ბოლო რიგისკენ აიღო.მიუჩვეველ სიბნელეს ხელისცეცებით იკვალავდა.ბოლოში კედელს გადააწყდა,განაპირ სკამზე დაეშვა და ეკრანს მზერა გაუსწორა”

Continue reading

ყავისფერი თვალები

ამ პოსტს ალბათ იმიტომ ვდებ,რომ მე თვითონ ყავისფერი თვალები მაქვს და ყოველთვის მინდოდა მქონოდა ცისფერი. დღეს გადავწყვიტე ცოტა რამ წამეკითხა ყავისფერი თვალების შესახებ.. ახლა კი მიხარია,რომ თვალები ყავისფერი მაქვს.

ყავისფერი თვალები – ლამაზი, მიმზიდველი,ეგზოტიკური..როცა შენ უყურებ თვალებს,ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს შოკოლადში იძირები. იგი არის ამოუცნობი და ძალიან დრამატული.მწერლები ხშირად ამომბენ როდესაც შენ უყურებ ყავისფერ თვალებს, გძნობ როგორ იძირები მათში.

ადამიანი ყავისფერი თვალებით –  ის იმსახურებს ხალხის ნდობას,გააჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა,შეუძლია მოგცეს კარგი რჩევა.აქვს ლიდერის ხასიათი,არის ჭკვიანი და დაკვირვებული.მას უყვარს ახალი მეგობრების შეძენა.ყველაფერს გააკეთებს საყვარელი ადამიანისთვის. შეუძლიას ნებისმიერი ადამიანი გაამხიარულოს. ის სერიოზული ხასიათის მქონე ადამიანია.

Continue reading

წიგნი რომელმაც…

ამბობენ წიგნი ადამიანის მეგობარიაო.სანამ პატარა ვიყავი ამ გამონათქვამის აზრი არ მესმოდა.ვფიქრობდი,როგორ შეიძლება წიგნი ადამიანის მეგობარი იყოს მეთქი,მაგრამ მოვიდა დრო როცა წიგნების კითხვა დავიწყე შემიყვარდა იგი.ახლა კი მესმის ამ ფრაზის აზრი,ვხვდები თითოეული მათგანი როგორ მეგობრობას გვიწევს,რამდენ დარიგებას გვაძლევს,როგორ ცდილობს გავარჩიოთ კარგი და ცუდი.

ახლა მინდა ვისაუბრო ჩემთვის საყვარელ წიგნზე,რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა და დამაფიქრა.ეს წიგნი ჯეკ ლონდონის “მარტინ იდეია.” ერთ დღესაც დავიწყე მისი კითხვა.თანდათანობით უფრო ვიძირებოდი,შევდიოდი მის სიღრმეში და უკან გამოსვლა აღარ მსურდა.ვკითხულობდი და თან ვფიქრობდი რამხელა გრძნობებს იტევს ადამიანის გული,რამდენი ტკივილი და სიხარულია მასში.. მარტინ იდენი ამ სახელის წარმოთქმისას  კეთილი,დიდსულოვანი ადამიანი წარმომიდგება თვალწინ,რომელმაც ყველაფერი შეძლო სიყვარულის გამო,რომელიც ცხოვრების სიმწარეს არ დანებდა,ყური არ უგდო მას ვინც სიტყვას “შეუძლებელია” ეტყოდა.მას წერა სურდა,სურდა თავისი გრძნობები ფურცელზე გდმოეტანა,ყველასთვის გაეზიარებინა იგი.. წერდა,ძალიან ბევრს წერდა.რომ თავისი საწადელისთვის მიეღწია,აზროვნებითა და განათლებით თავისი საყვარელი ქალის რუთის შესაფერისი ყოფილიყო,სურდა გამხდარიყო ის ვინც მას მოხიბლავდა,ვინც მის სიყვარულს დაიმსახურებდა…

შეძლო? შეძლო აბა რა.. შეძლო და მერე როგორ.წარმატებისაკენ ისწრაფვოდა,სწავლობდა,კითხულობდა,წერდა,მიშაობდა იმისთვის,რომ რუთთან ბედნიერად ეცხოვრა, მისთვის და მისი საზოგადოებისთვის მისაღები ყოფილიყო. რამდენს ეცადა,ღამით არ ეძინა,კითხულობდა,მისი გონება მომავალზე ფიქრით იყო დაკავებული..

რამდენჯერ დაგწყდა გული მარტინ,როცა შენი ნაწარმოები რედაქტორებმა დაიწუნეს. ვინ იცის რამდენჯერ…

ამასობაში რუთმა მიატოვა,მისგან წავიდა..მარტინის ოცნება გამხდარიყო მწერალი, მხოლოდ ილუზიად ჩათვალა.არავის სჯეროდა მისი,მის წინააღმდეგ დადგნენ,მასზე მაღლა მდგომად თვლიდნენ თავს.

Continue reading

ბედნერება იმდენია რამდენის დანახვაც შეგიძლია

ადამიანი ყოველთვის ფიქრობს არის თუ არა ბედნიერი.ზოგჯერ კი მეც ვფიქრობ  ამაზე.. ყოველთვის,როცა ამ თემაზე საუბარი ჩამოვარდებოდა,სულ იმას ვამბობდი,რომ ბედნიერი ვარ.მართლაც ასეა.შეიძლება ცხორებაში ბევრი ისეთი რამ მოხდეს,რაც არ გესიამოვნება,რაც გულს გატკენს..ეს ყველასთან ხდება.ყველას აქვს გული და ყველას გრძნობს მასში სიხარულსაც და ტკივილსაც.არასოდეს არ თქვათ,რომ უბედური ადამიანი ხართ,რადგან ბედნიერება სწორედ იმდენია რამდენის დანახვაც ადამიანს შეუძლია.ხშირად კი ადამიანი ბედნიერებას ვერ ამჩნევს.

ბედნიერება პატარა წვრილმანშიც კი იმალება.. ბედნიერებაა როცა ხედავ,გესმის და გრძნობ.ბედნიერებაა როცა უყვარხარ და გიყვარს. ბედნიერება შეიძლება სულ უმნიშვნელო რაიმეც კი იყოს.როცა გყავს დედა,მამა,როცა შეგიძლია შენს მეგობრები და ნათესავები ერთად დასხდეთ ისაუბროთ უამრავ თემაზე..ყველაზე კარგი კი იმის ცოდნაა,რომ შენ მათთვის არასოდეს გამოგელევა სათქმელი,არასოდეს მოგბეზრდება ისინი…შენ გიყვარს,შენ მოგწონს,შენ შეგიძლია გაიღიმო,ჩაეხუტო,აკოცო,გაიხარო.სწორედ ეს არის ბედნიერება.

Continue reading

კარგ ხასიათზე

ამ პოსტით მინდა გითხრათ,რომ ძალიან კარგ ხასიათზე ვარ…სკოლიდან გამოგვიშვეს და ორი დღე არც ვივლით.მუზები ამ ბოლო დროს რატომღაც არ მაწუხებენ და ვარ ასე უპოსტოდ. მოკლედ მინდა სასიამოვნო დასვენება გისურვოთ ყველას..ალბათ მალე მოფრინდება ჩემი მუზაც.თოვლია და უჭირს წყნეთში ამოსვლა.შემომიარეთ ხოლმე :*

არგ ხასიათზე დამაყენა…  

P.S იმედია ყველა კარგად არის. 🙂 ჩემსავით.ვინც არი არის იმას ვუსურვებ,რომ იყოს.