იყო და არა იყო რა

ალბათ ყველა იფიქრებს რაიმე სერიოზულ წიგნზე დავწერ,მაგრამ არა..მე დავწერ წიგნზე,რომელმაც თავი მართლაც რომ დამამახსოვრა.ეს არის ზღაპრების წიგნი.წიგნის სახელი”იყო და არა იყო რა.” “იყო და არა იყო რა” უკვე ცოცხლობს 35 წელია.იგი დედაჩემის ბავშვობაში გამოიცა.წიგნში უამრავი ზღაპარი წერია..პატარაობაში წიგნი ძალიან მიყვარდა და ყოველთვის ვაკითხავდი დედას,სანამ კითხვა არ ვიცოდი,მაგრამ მოვიდა დრო როცა მეც ვისწავლე კითხვა და ამ წიგნს ხელიდან არ ვიცილებდი.ზღაპრები იმდენად საინტერესო იყო,რომ დღესაც მახსოვს როგორი ინტერესით ვკითხულობდი.განსაკუთრებით მიყვარდა ზღაპარი “ქალთამზე”,რომელიც ერთ ლამაზ გოგონაზე მოგვითხრობდა ამბავს.ალბათ ასჯერ მაინც მექნება გადაკითხული.

აი როგორ გამოიყურება “იყო და არა იყო რა”——————————————————————————

———————————————————————————————————————————->>

“იყო და არა იყო რა” ახლაც მაქვს..უკვე ძალიან დაბერებულია.ყდა თითქმის ძვრება,მაგრამ მის ფურცლებს ისეთი სუნი აქვს,რომ როცა კი ამ წიგნს ხელს მოვკიდებ არ შემიძლია ერთხელ კიდევ არ დავყნოსო.ერთ დღესაც მომინდა ის დრო გამეხსენებინა.წიგნი ავიღე და დედაჩემს მივაჩეჩე წამიკითხე მეთქი.დედამ შემომხედა და მითხრა რაღა დროის შენი ზღაპრების კითხვააო.იმდენი ვქენი ბოლოს მაინც   წავაკითხე  ზღაპარი.დედასაც აქვს საყვარელი ზღაპრები და თვითონაც იმდენად შეიჭრა როლში,რომ  იმ ზღაპრების ძებნა დაიწყო,შემდეგ კი მე და დედა ერთად ვკითხულობდით.

დედას პატარაობაში ძალიან უყვარდა “იყო და არა იყო რა.” იგი ჩემმა ბებიამ უყიდა..მაშინ ალბათ 7-8 წლის იქნებოდა.გახარებულმა მოინდომა წიგნის გალამაზება და სათაური ქვემოთ თვითონაც გადაწყვიტა დაეწრა ისეთი ასოებით როგორითაც სათაური ეწერა,მაგრამ იყო და არა იყო რას მაგივრად “იყო და არაი ყრა” დააწერა.დღესაც დედა ამ ამბავს იხსენებს და თან ბევრს იცინის.

მარტო დედა არ იყო ის ერთადერთი,რომელსაც ეს წიგნი უყვარდა.ბიძაჩემმა (დედაჩემის ძმამ) ზეპირად იცოდა რომელ გვერდზე რომელი ზღაპარი ეწერა.თან არ გეგონოთ ეს რაიმე პატარა წიგნი.იგი საკმაოდ დიდია 800-მდე გვერდი ექნება.

ვიცი,რომ მომავალში ამ წიგნს ჩემს შვილებს წავაკითხებ და მჯერა,რომ მათაც ისევე შეუყვარდებათ იგი,როგორც მე,დედაჩემს და ბიძაჩემს გვიყვარს.

Advertisements

13 thoughts on “იყო და არა იყო რა

  1. ამ წიგნზე ვარ გაზრდილი. ეგეთი თავბრუდამხვევი ისტორიები არცერთ სხვა წიგნსი არ მინახავს მეც სულ ვაკითხებდი დედაჩემს. ეხლა სად არის ეს წიგნი არ ვიცი ნეტა სადმე შეიძლებოდეს შოვნა

  2. ეს წიგნი მაჩუწა მამამ როდესაც მე 1 წლის გავხდი.დღეს 42 ვარ.მამა აღარ მყავს. მე კი წიგნი დამიკარგეს.:((( სიამოვნებით და სიხარულით ვიყიდიდი,მართლაც განუმეორებელია

  3. დღემდე ვგიჯდები ამ წიგნზე და დავეძებ ჩემი შვილისთვის, სიამოვნებით გავხდები მოხალისე და სკანირებულ ვერსიას მაინც გავავრცელებდი

  4. დაიწყო მსოფლიო ზღაპრების ახალი სერიის გამოცემა. პირველი ტომი უკვე იყიდება ჯიხურებში. ამერიკული ზღაპრები, შემდეგი ტომი იქნება ჩეხური ზღაპრები. ვისაც გიყვართ ზღაპრები, შეგიძლიათ შეიძინოთ.

  5. “დიოგენეში” იყო გუშინ “იყო და არა იყო რას” ახალი გამოცემის პრეზენტაცია. ამბობენ, ზღაპრებიაო, ოღონდ ასეთივე სქელი და საყვარელი თუ არის, არ ვიცი. ნეტში ინფოს ვერსად მივაგენი.

    ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი წიგნია. ქართული ხალხური ზღაპრების, ალბათ, ყველაზე სრული კოლექცია.სამწუხაროდ, ძველი წიგნი აღარ შემომრჩა და არ იცი, როგორ გამიხარდება, ახალიც რომ ეს აღმოჩნდეს…

    • რაღაც ვნახე ინტერნეტში მაგრამ სულ სხვაა.მხოლიდ 12 ზღაპარია.

  6. იცით როგორ დავეძებ ამ წიგნს ?? იქნებ მაწავლოთ სად შეიძლება ვიყიდო , ჩემმა შვილმა ნახა მეგობართან და აღარ მასვენებს . გთხოვთ…..

  7. აუ ასეთი წიგნი მეც მახსოვს მემგონი გერმანული ზღაპრები ერქვა, რა სიამოვნებით ვუსმენდი ხოლმე ბებოს როცა ამ ზღაპრებს მიკითხავდა ხოლმე $ ❤

  8. ვაიმე რა საყვარელი ისტორიააა ❤ დარწმუნებული ვარ მეც დედაშენივით დამემართებოდა :დ ჩემთან ყველა წიგნს მამიდაჩემის სახელი აწერია და მე რასაც კი ვნახავდი მე2 კლასელის საშინეკი კალიგრაფიით ჩემს სახელს ვაწერდიიი :დდ

    • :* :* :* :* მეც ვაწერდი ხოლმე წიგნებს,მაგრამ მერე მივატოვე..მივხვდი,რომ რაღაც ისე არ გამომდიოდა როგორც საჭირო იყო.. :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s