ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თოვლი ისევ გვესტუმრა.ბევრი გაახარა,მაგრამ ალბათ უფრო მეტი არა.ჩემს ეზოში ყველაფერი გადათეთრებულია..რა ლამაზია თოვლი.მისი შემხედვარე სიმშვიდე მეუფლება.მეც მიყვარს თოვლი,მაგრამ თავი არ უნდა მომაბეზროს თორეემ.. :)იცით თოვლი როდის მიხარია?როცა იგი პირველია..მაშინ სულ სხვანაირია ყველაფერი.ყოველთვის როცა ვხედავ მის ფიფქებს მახსენდება ჩემი ცხოვრების ერთი უმშვენიერესი დღე,როცა ეზოში მხოლოდ მე და თოვლი ვიყავით.
დილა გათენდა..თვალები გავახილე თუ არა ფანჯარაში ხის ტოტი დავინახე,მაგრამ არა ისეთი როგორსაც ჩვეულებრივ ვხედავ ხოლმე.ცოტა უფრო სხვანაირი იყო.”ჰმ..ნუთუ თოვლი მოვიდა?”-გავიფიქრე მე.საწოლიდან წამოვხტი,ფანჯარას მივვარდი და ფარდა გადავხსენი.ვხედავ ჩემი საყვარელი ეზო სულ გადათეთრებულა.მივხვდი ჩემი საყვარელი სტუმარი მეწვია და მეც ფართოდ გამოვუხსენი ჩემი გულის კარები..:) მაშინ ხომ თოვლის მოსვლა სულ სხვანაირად მიხაროდა.სწრაფად ჩავიცვი,გარეთ გამოვედი და ცივი ჰაერი შევისუნთქე..როგორ მესიამოვნააააა! მარტო ვიყავი..თუმცა არა.მარტო არ ვყოფილვარ.ჩემს გვერდით სიჩუმე,სიმშვიდე,სიხარული და თოვლი იყო.ხის ტოტს ხელი დავტაცე,ჩემკენ ჩამოვწიე და რაც მასზე თოვლი იყო სულ თავზე დავიყარე.ეზოში ბევრს არ დავდიოდი,რადგან ძალიან მსიამოვნებდა სუფთა და გადაუჯეგავი თოვლის ყურება.მგონი ასეთი მარტო მე ვიყავი,რომელიც თოვლს უფრთხილდებოდა.ადრე თოვლის ამ სილამაზეს ვერ აღვიქვამდი..ახლა კი ჩემს მეხსიერებაში ჩარჩენილ ლამაზ მოგონებებს ლამაზად ვიხსენებ.
რჩევა: გიყვარდეთ თქვენი ცხოვრების ყოველი წუთი და დამიჯერეთ ასე ცხოვრება უფორ გაგიადვილდებათ!გახსოვდეთ ცხოვრება მშვენიერია.
… უპრო შემიყვარდა თოვლი … ძალიან თბილი პოსტია .. მოკლედ, ძალიან მომეწონა
ძალიან სასიამოვნო პოსტია,მეც მიყვარს თოვლი და ბავსვივით მიხარი 🙂
ჩემ ბლოგზეც დაგიწერე კომენტარი ,მაგრამ აქაც დავწერ, ბლოგერრების ჯგუფსი არ გინდა შემოხვიდე ფეისბუქზე? თუ სურვილი გექნა, დაემატე https://www.facebook.com/groups/neoblogers/
ნებისმიერ რჩევას მიირებ ჯგუფის წევრებისგან
კი ძალიან მინდა შემოვიდე,მაგრამ ფეისბუქზე ჩემი ბლოგის გვერდი არ გამიხსნიაა.. თუ ეს აუცილებელი არ არის??
სახელით შემოდი,არ არის პრობლემა