არდადეგები

ჩემთვის არდადეგები ყველაზე საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში.ეს არის ის დრო,როცა ყველაფერს ჩემებურად ვაკეთებ.როცა მომინდება მაშინ დავიძინებ და გავიღვიძებ,სადაც მინდა იქ წავალ და იმის შიში არ მექნება,რომ დავალების დაწერას ვერ მოვასწრებ,დილით იღვიძებ უდარდელად და არ ფიქრობ,რომ ორშაბათისთვის სამეცადინო გაქვს.ბედნიერი ხარ და გართობაზე ფიქრობ.

არდადეგები ყველაზე კარგი მაინც ზაფხულშია.ყველაზე გრძელია და ყველაზე თბილი.ზაფხული უმშვენიერესია.როცა არდადეგები და ის დრო მომენატრება ხოლმე ვათვალიერებ სურათებს თან მიხარია თან კი სევდაც მაწვება.ძალიან მენატრება ის დრო.ყოველთვის როცა ზაფხული მთავრდება მისი ლოდინით იწყება შემოდგომა,დღეებს ვითვლი მის დადგომამდე.

მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მიყვარს ზაფხულის არდადეგები და თვითონ ზაფხული,ამავდროულად არ შემიძლია ზამთრის არაჩვეულებრივ არდადეგებზე არ დავწერო რაიმე. ზამთარს თავისი ხიბლი აქვს.ყველგან საახალწლო მზადებაა გაჩაღებული,გემრიელი საჭმელები მზადდება,ნაძვის ხეს ვრთავთ… ამ დროს წიგნის კითხვა არაჩვეულებრივია.წარმოვიდგინოთ:ზიხარ ბუხართან (ან ფეჩთან) წიგნს კითხულობ და თან გემრიელ ნამცხვარს მიირთმევ…ამის წარმოდგენაც კი სასიამოვნოა.

ახლა კი ისევ სწავლა დაიწყო,მაგრამ არ იდარდოთ წინ ზაფხულის გრძელი და სასიამოვნო არდადეგები გველის.

P.S გადაიღეთ ბევრი სურათი და ვიდეო.გახსოვდეთ სურათი თქვენს საუკეთესო მოგონებებს სამუდამოდ შეინახავს.ააჰ, ჰო კიდევ..ვისაც დღიური გაქვთ აღწერეთ თითოეული დღე მასში.

Advertisements

One thought on “არდადეგები

  1. P.S გადაიღეთ ბევრი სურათი და ვიდეო.გახსოვდეთ სურათი თქვენს საუკეთესო მოგონებებს სამუდამოდ შეინახავს.ააჰ, ჰო კიდევ..ვისაც დღიური გაქვთ აღწერეთ თითოეული დღე მასში. << ძალიან კარგი რჩევა.. ძალიან ხშირად მეც ვათვალიერებ ზაფხულის სურათებს, ვიდეოებს და ყოველთვის მეღიმება იმიტომ რომ ვიცი, რომ წინ კიდე ერთი არაჩვეულებრივი ზაფხული მელის ( მე თუ შევუწყვე ამას ხელი ) კარგი პოსტია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s