მთავარია მოინდომო

 

ამბობენ,რომ თუ ადამიანი რაიმეს მოინდომებს,მას თავისი სურვილი თუ ოცნება აუცილებლად აუხდება.მეც ასე ვფიქრობ და ვიცი,რომ ყველაფერი კარგად იქნება.ვიცი,რომ ძალიან ძნელი იშრომო ბევრი,არ დაიზარო და ყველაფერი დაივიწყო იმისათვის,რომ წარმატებას მიაღწიო,მაგრამ რა ვქნათ წარმატებას ვერ მიაღწევ თუ შენს თავში ძალა არ იპოვე,რომელიც გაგინათებს გზას.მონდომება,მონდომება და კიდევ ერთხელ მონდომებაა საჭირო.არ მისცე შენს ოცნებებს,იყონ მხოლოდ ოცნებები…გახადე ისინი უფრო მეტი ვიდრე ოცნება.მოინდომე..

არსებობს ადამიანები,რომლებსაც არ სჯერათ საკუთარი თავის..თავდაჯერებულობა აკლიათ.მე მესმის მათი,რადგან მეც ზუსტად ასე ვარ,მაგრამ რა ვქნათ?უნდა ვეცადოთ სიმტკიცე ვიპოვოთ ჩვენს თავში,ყველაფერი უნდა გავკეთოთ იმისათვის,რომ სახელოვანი ადამიანები ვიყოთ,დავტოვოთ ჩვენი კვალი.თუნდაც სულ მცირედიც კი,თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანისთვის,მაგრამ იყოს ეს კვალი,რომელიც არასოდეს გაჰქრება.ადამიანისთვისაც ხომ სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი.მოდით ყველამ ერთად ვეცადოთ დავძლიოთ ჩვენი სიზარმაცე.სიზარმაცე ეს ისეთი თვისებაა,რომელიც ადამიანს ხელს უშლის ყველაფერში.მაგალითად როგორიც ვარ მე: ძალიან ზარმაცი.

გახსოვდეთ,რომ ოცნებები ხდება..თქვენ ყველაფერს შესძლებთ,მთავარია მოინდომოთ.ყველაფერი გააკეთეთ,არასოდეს დანებდეთ,რათა ცხოვრების ბოლოს სანანებელი არ გქონდეთ.იყავით პოზიტიური.არასოდეს იფიქროთ,რომ ვერ შეძლებთ.ყოველთვის შეუძახე შენს თავს “მე შევძლებ.”

 

Advertisements

5 thoughts on “მთავარია მოინდომო

  1. სიზარმაცე არის ადამიანის პირველი მტერი, მაგრამ მეც სასწაულად ზარმაცი ვარრ :დ :((

    აუ და რა მაინტერესებს იცი? ძალიან კარგი ბლოგი გაქვს და ასეთი ცოტა კომენტარები ხალხი რატოა აქ? მე ძალიან მომწოონს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s