იყო და არა იყო რა

ალბათ ყველა იფიქრებს რაიმე სერიოზულ წიგნზე დავწერ,მაგრამ არა..მე დავწერ წიგნზე,რომელმაც თავი მართლაც რომ დამამახსოვრა.ეს არის ზღაპრების წიგნი.წიგნის სახელი”იყო და არა იყო რა.” “იყო და არა იყო რა” უკვე ცოცხლობს 35 წელია.იგი დედაჩემის ბავშვობაში გამოიცა.წიგნში უამრავი ზღაპარი წერია..პატარაობაში წიგნი ძალიან მიყვარდა და ყოველთვის ვაკითხავდი დედას,სანამ კითხვა არ ვიცოდი,მაგრამ მოვიდა დრო როცა მეც ვისწავლე კითხვა და ამ წიგნს ხელიდან არ ვიცილებდი.ზღაპრები იმდენად საინტერესო იყო,რომ დღესაც მახსოვს როგორი ინტერესით ვკითხულობდი.განსაკუთრებით მიყვარდა ზღაპარი “ქალთამზე”,რომელიც ერთ ლამაზ გოგონაზე მოგვითხრობდა ამბავს.ალბათ ასჯერ მაინც მექნება გადაკითხული.

Continue reading

თოვლი!!!

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თოვლი ისევ გვესტუმრა.ბევრი გაახარა,მაგრამ ალბათ უფრო მეტი არა.ჩემს ეზოში ყველაფერი გადათეთრებულია..რა ლამაზია თოვლი.მისი შემხედვარე სიმშვიდე მეუფლება.მეც მიყვარს თოვლი,მაგრამ თავი არ უნდა მომაბეზროს თორეემ.. :)იცით თოვლი როდის მიხარია?როცა იგი პირველია..მაშინ სულ სხვანაირია ყველაფერი.ყოველთვის როცა ვხედავ მის ფიფქებს მახსენდება ჩემი ცხოვრების ერთი უმშვენიერესი დღე,როცა ეზოში მხოლოდ მე და თოვლი ვიყავით.

Continue reading

არდადეგები

ჩემთვის არდადეგები ყველაზე საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში.ეს არის ის დრო,როცა ყველაფერს ჩემებურად ვაკეთებ.როცა მომინდება მაშინ დავიძინებ და გავიღვიძებ,სადაც მინდა იქ წავალ და იმის შიში არ მექნება,რომ დავალების დაწერას ვერ მოვასწრებ,დილით იღვიძებ უდარდელად და არ ფიქრობ,რომ ორშაბათისთვის სამეცადინო გაქვს.ბედნიერი ხარ და გართობაზე ფიქრობ.

Continue reading

მთავარია მოინდომო

 

ამბობენ,რომ თუ ადამიანი რაიმეს მოინდომებს,მას თავისი სურვილი თუ ოცნება აუცილებლად აუხდება.მეც ასე ვფიქრობ და ვიცი,რომ ყველაფერი კარგად იქნება.ვიცი,რომ ძალიან ძნელი იშრომო ბევრი,არ დაიზარო და ყველაფერი დაივიწყო იმისათვის,რომ წარმატებას მიაღწიო,მაგრამ რა ვქნათ წარმატებას ვერ მიაღწევ თუ შენს თავში ძალა არ იპოვე,რომელიც გაგინათებს გზას.მონდომება,მონდომება და კიდევ ერთხელ მონდომებაა საჭირო.არ მისცე შენს ოცნებებს,იყონ მხოლოდ ოცნებები…გახადე ისინი უფრო მეტი ვიდრე ოცნება.მოინდომე.. Continue reading

მუსიკა!

ამჟამად მინდა მუსიკაზე გესაუბროთ,რადგამ მასზე უკეთესი არაფერია. მუსიკას შეუძლია თქვას ის,რასაც ვერ ამბობს ადამიანი,გადმოსცეს ის გრძნობები რასაც შენ ვერ გადმოსცემ. მუსიკას თავისი ენა აქვს და ყველას როდი შეუძლია მისი გაგება.მუსიკა გვიხალისებს ჩვენ განწყობასან პირიკით გვასევდიანებს.ერთი სიტყვით მუსიკა ყველგან არის..მუსიკა შენს გონებაშია. ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა ერნესტო კორტასარის ნაწარმოებმა “Beethoven’s Silence”(ბეთჰოვენის სიჩუმე).დღეს ამ ნაწარმოებს ვუსმენდი და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს დავფრინავდი.მინდა ეს გრძნობა თქვენც გაგიზიაროთ,რადგან არ შემიძლია მხოლოდ ჩემში იყოს.

მოუსმინეთ,ეს ხომ არაჩვეულებრივია

ასევე ბეთჰოვენის “მთვარის სონატა”:

არსებობს უამრავი არაჩვეულებრივი ნაწარმოები,რომლებიც ჩემთვის შედევრებია.

გამარჯობა ყველას!

გამარჯობა ყველას!!!ეს ბლოგი ახლა ძლივს გავაკეთე და ძალიან მინდა,რომ ერთი ორი ადამიანი მაინც შემოდიოდეს. ვეცდები გაგამხიარულოთ ჩემი პოსტებით. მინდა გითხრათ,რომ ძალიან მიყვარს ბლოგები,მაგრამ ჩემი არასოდეს მქონია.. თუ მქონია ისეთი,რომ თავს ვერ დაადგავდი.იმედია ჩემი ხშირი სტუმარი იქნებით.